დიდი გადაადგილებები - „რეალი“ შესაძლოა 9 ფეხბურთელმა დატოვოს

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალში“ მოსალოდნელზე დიდი და მასშტბური ცვლილებები იქნება...


ზინედინ ზიდანი სრულიად ახალ პროექტს იწყებს, გამოჩნდება ბევრი ახალი სახე და ასევე გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, არ არის გამორიცხული, კოლექტივიდან 9 ფეხბურთელი წავიდეს.

პირველ რიგში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იჯარით გაშვებული მატეო კოვაჩიჩი და ხამეს როდრიგესი მადრიდში დროებით დაბრუნდებიან და ზაფხულში მათ „ბლანკოსი“ აღარ დაიტოვებს.

გარდა ამისა ჭორები არ წყდება ტონი კროოსის წასვლასთან დაკავშირებით, რომელიც ზიდანის ნდობით სარგებლობს, მაგრამ წასვლაზე ბევრი იწერება. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, გერმანელი ნახევარმცველი იმ შემთხვევაში წავა, თუ კლუბი პოლ პოგბას იყიდის.

გარდა ამისა, კლუბი შესაძლოა ტიბო კურტუამ დატოვოს, ეს ყველაფერი ზიზუს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, თუ ის ნდობას კეილორ ნავასს გამოუცხადებს, ბელგიელი მადრიდში არ გაჩერდება.

ბევრი იწერება მარსელოს წასვლაზეც, თუმცა მისი და ზიზუს ურთიერთობიდან გამომდინარე, ტრანსფერის ალბათობა დაბალია.

ისკო ალარკონთან დაკავშირებით ბევრი სიახლეა. მანჩესტერ „სიტი“ ესპანელ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს ჩამოდის, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა და კლუბს ედენ აზარის დამატებაში დაეხმარება.

გარეთ ბეილთან დაკავშირებით სავარაუდოდ ყველაფერი გადაწყვეტილია. „რეალმა“ „ბაიერნის“ შემოთავაზება დაბლოკა, ვინაიდან სიტყვიერი შეთანხმება არსებობს „იუნაიტედთან“. გაუთვალისწინებელი მოვლენების აცილების შემთხვევაში, გარეთი მომდევნო სეზონში ინგლისში ითამაშებს და მისი ღირებულება 110 მილიონი ევრო იქნება.
სამეფო კლუბი 100%-ით უშვებს ხესუს ვალიეხოს, რომელიც ტრავმების გამო ვერა და ვერ მოერგო კლუბის ფილოსოფიას.



dle 10.1

  • Ramos
  • 18 მარტი 2019
  • 5344
  • 6

1

18 მარტი 2019 12:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ისკო, მარსელო ნავასი და კოვა არ წავლენ.
კურტუა, ვალეხო, ოდრიოსოლა, ტეო, სებალიოსი, ვალვერდე, ხამესი, მარიანო, ვინისიუსი, როდრიგო წავლენ და შეიძლება ასენსიო - ვასკესიდან მიყვეს რომელიმე

2

18 მარტი 2019 14:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კროსის გაშვებაა სისულელეაა!ასევე ისკოს გაშვება!
კოვაჩიჩი დასაბრუნებელია!
დალშე შეტევაა გვჭირდება და მორჩაა!

3

18 მარტი 2019 14:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
ამ კროოსზე რა ხდება ვერ გავიგე?! უკმაყოფილები არიან რეალის ბოსები დავიჯერო?!
ტიპი თითქმის უშეცდომოა თავის პოზიციაზე. რასაც ქვია გერმანული მანქანაა. ერთი რაც შეიძლება ითქვას არის ის რომ ცოტათი უფანტაზიო და უღიმღამოდ თამაშობს.
რაც შეეხება წამსვლელებს კურტუა რატომ მოიყვანეს ვერ ვხვდები საერთოდ. 2007-2009 წლებში ქონდა რეალს ასეთი სიტუაცია უამრავი ვარსკვლავი მოყარეს და უაზროდ დიდი ზარალი მიიღო კლუბმა. იმედია ზიდანი გააკონტროლებს ამ სიტუაცია და არ აირევა გუნდი.
გასაშვებია: ვალეხო, ბრაჰიმ (იჯარა), ვინიციუსი (იჯარა), ვალვერდე, ხამესი, მარიანო, როდრიგო და კურტუა. ამ უკანასკნელზე ბევრად მაგარი კლასის მეკარეა ნავასი. მე პირადად ბევრად მირჩევნია. კურტუას ფეხით თამაში სულაც არაფრად არ ჭირდება რეალს.

4

18 მარტი 2019 15:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩემი აზრით: კანტე-პოგბა, დე ხეა, მბაპე, იკარდი ისევ უძლეველი გუნდი იქნება

5

18 მარტი 2019 17:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ისკო, მარსელო ნავასი და კოვა არ წავლენ.
კურტუა, ვალეხო, ოდრიოსოლა, ტეო, სებალიოსი, ვალვერდე, ხამესი, მარიანო, ვინისიუსი, როდრიგო წავლენ და შეიძლება ასენსიო - ვასკესიდან მიყვეს რომელიმე

ასენსიო-ვასკესიდან არცერთს არგაუშვებს ზიდანი, მშვენივრად იყენებდა ორივეს წინა სეზონში და ახლაც არამგონია დათმოს.

6

18 მარტი 2019 19:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს უკანასკნელია კიდე აქ არი?:დდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)