იგუაინი: წინ 7 ფინალია

სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ რეალი არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელის აზრით 3 ქულიანი განსხვავება არაფერს წარმოადგენს...


"როდესაც მე "რეალში" გადმოვედი მაშინაც რთული მდგომარეობა იყო, ბარსელონა დომინირებდა და ჩვენი შანსები ტურიდან ტურამდე მცირდებოდა, თუმცა ჩემპიონის ტიტული მაინც "ბლანკოსმა" მოიპოვა, რადგან ბოლომდე იბრძოლა და არ დანებდა, დარწმუნებული ვარ წლევანდელ სეზონშიც იგივე სცენარი განმეორდება. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, ბარსელონა ყველაფრის მოგებას აპირებს და ურთულესი მატჩების ჩატარება მოუწევს, სამეფო კლუბი კი მხოლოდ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შვიდი თამაშის მოგებაზეა ფოკუსირებული, დარწმუნებული ვარ და ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ თასის მოპოვებას".

"ჩემი საქმეები კარგად მიდის, კლასიკოში ძალიან მსურდა გოლის გატანა, მაგრამ კატალონიელთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს და ჩვენ შეტევით ხაზს არ მიეცა "ბლაუგრანას" კარის დალაშქვრის საშუალება".

"დანებებას არ ვაპირებ და ვიბრძოლებ პიჩიჩის ტიტულის მოსაპოვებლად, მე უკვე შევძელი 24 გოლის გატანა და ვფიქრობ, რომ კიდევ შემიძლია გუნდის დახმარება გატანილი გოლებით, ძალიან მსურს გადავასწრო ჩემს თანამემამულე ლიონელ მესის, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია, მე მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს".

"მომდევნო მატჩი ალმერიასთან გვაქვს გასამართი, ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, "წითლების" ფეხბურთელებმა სანტიაგო ბერნაბეუზეც ძალიან კარგად ითამაშეს და ყველას აჩვენეს, რომ ალმერია ანგარიშგასაწევი ძალაა, ჩვენ ჭკვიანურად თამაში და გამარჯვებისთვის ბრძოლა გვმართებს, რადგან პირველობისთვის ბრძოლაში თითოეული ქულა მნიშვნელოვანი იქნება".

"ასევე მინდა თანადგომა გამოვუცხადო რიკარდო კაკას, რომელსაც ტრავმა აწუხებს და არ იმყოფება კარგ მდგომარეობაში. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ მალევე შეძლებს დაბრუნებას და სეზონის დასკვნითი მატჩების რაღაც ნაწილში მონაწილეობის მიღება, მას მთელი გუნდი მხარს უჭრს და ენდობა". dle 10.1

  • Hala
  • 15 აპრილი 2010
  • 1782
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)