სერხიო რამოსი:"არ უნდა დავნებდეთ"

მადრიდის "რეალის" წამყვანმა მცველმა, სერხიო რამოსმა "ალმერიასთან" გასამართი შეხვედრა განიხილა, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


"ჩვენი მხრიდან, დიდი შეცდომა იქნება ლა ლიგის ჩემპიონად 'კლასიკოში' გამარჯვებული გუნდი, რომ მივიჩნიოთ და ბრძოლა ნაადრევად შევწყვიტოთ, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი ჯერ კიდევ გრძელდება და შესაბამისად საუკეთესო კლუბის ვინაობაც უცნობია. ჩვენი მთავარი მიზანია, გამარჯვებათა სერია ხვალინდელ შეხვედრაშიც გავაგრძელოთ და ქულათა მონაგარი სამით გავამდიდროთ."

"დამდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ახლა ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. დიდი ხანი არ არის, რაც "ალმერია" პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს, მაგრამ მათ ძლიერებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. მათ სათამაშო სქემაში სუსტი რგოლი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაშის სტილი გვაქვს, რომლითაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია."

"ჩვენ ყოველი შეხვედრის მოგება გვმართებს, 'ყურების ჩამოყრა' და ნაადრევად დანებება ჩვენს სტილში არ ჯდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს. მართალია "ბარსელონა" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ მინუსები მათაც მრავლად აქვთ, ასე რომ დაკარგული ჯერ არაფერია, გარწმუნებთ ჩემპიონის ვინაობა ჯერ უცნობია... ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ და "ბლაუგნარას" წინსვლის საშუალება არ მივცეთ, სხვა დანარჩენი კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული..."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)