კროოსი:„არასდროს ვნერვიულობ, არც ისეთ უნიკალურ მატჩში, როგორიც „ელ კლასიკოა““

ტონი კროოსმა „ელ კლასიკოს“ წინ ინტერვიუ ჩაწერა...


„„ელ კლასიკო“ არის უნიკალური დაპირისპირება, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს პუბლიკას. უკვე 5 წელი ხდება, რაც მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ და არაერთ „ელ კლასიკოში“ მომიწია მონაწილეობის მიღება. ემოციები მართლაც განსაკუთრებულია.“

„„ბარსელონა“ არასდროს მანერვიულებდა. ეს ამ კლუბს არასდროს შეეძლო და არც ახლაც შეუძლია. ზოგადად, მატჩების წინ არ ვნერვიულობ.“

„ორი საუკეთესო გუნდის ყურება ერთმანეთის პირისპირ უბრალოდ საოცარია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული ყველა დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან ეს მაგიური სტადიონია, მაგრამ „ელ კლასიკო“ კიდევ უფრო სხვა განზომილებაა.“

„ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შუა ხაზი გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია. მოდრიჩთან ერთად თამაში ნამდვილად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს კაზემირო, რომლის კარგ გამოსვლაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბრაზილიელის უშეცდომო და სტაბილური თამაშის ხარჯზე გასულ სეზონებში უდიდესი გამარჯვებები დავაფიქსირეთ.“

„„საკმაოდ მშვიდი და მტკიცე ხასიათის ადამიანი ვარ. ვენდობი ჩემ თვისებებს და პროფესიონალიზმს.“

„გრაფიკი ძალიან მჭიდროა, მაგრამ „რეალში“ არსებობს შესაბამისი რესურსი, რომელსაც სრულად ვითვისებთ და ტოპ მატჩებისთვის მზადყოფნას ვაცხადებთ.“

„გუნდში არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია. ვინიციუსი, ვალვერდე და რეგილონი განსაკუთრებით სჩანან, თუმცა კიდევ გვყავს რამდენიმე ფიგურა, რომელიც სულ მალე გამოვა ასპარეზზე და სამეფო კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს.“

„სოლარი? ის გამოცდილია, არგენტინელს ფეხბურთელის რანგში არაერთი „ელ კლასიკო“ გაუმართავს და ზუსტად იცის მეტოქის თვისებები.“




dle 10.1

  • Hala
  • 27 თებერვალი 2019
  • 2432
  • 6

1

27 თებერვალი 2019 11:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იემოციო სნაიპერი. როგორ მევასები. პროსტა სქრინს ვერ ვდებ ამას რაკიტიჩს რო ადარებენ 🤣 კროოსი არის უკვე ლეგენდა და კარიერის ბოლოს დადგება ლეგენდებთან. რაკუტიჩი ჩემს ***სთან დადგება. ეოგორ უნდა შეადარ

2

27 თებერვალი 2019 13:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტიპი აგებს იგებს კიდია 😂😂 ნერვები არააქ მასტს ! მართლა ნემეცია 😂😂

3

27 თებერვალი 2019 16:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სუფთა გერმანელი ცივსისხლიანი ხარ ძაან მაგარია კროოსი

4

27 თებერვალი 2019 16:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
21_ე საუკუნის II ათწლეულის საუკეთესო ტრანსფერი ჯერჯერობით შენი 25 მილიონად დათრევაა.

5

27 თებერვალი 2019 19:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღეს შენი იმედიც მაქ ტონი მიდი ბოლომდე!!!

6

27 თებერვალი 2019 21:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3135
ციტატა: Roberto Baggio
იემოციო სნაიპერი. როგორ მევასები. პროსტა სქრინს ვერ ვდებ ამას რაკიტიჩს რო ადარებენ 🤣 კროოსი არის უკვე ლეგენდა და კარიერის ბოლოს დადგება ლეგენდებთან. რაკუტიჩი ჩემს ***სთან დადგება. ეოგორ უნდა შეადარ

რა რაკიტიჩი ვინ ადარებს საიდან მოგაქვთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)