სოლარი:„ვინიციუსი ყოველ კვირას მაოცებს“

სანტიაგო სოლარიმ „ლევანტესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ყველა მატჩისთვის სრული პასუხისმგებლობით ვემზადებით და ვცდილობთ, რომ დაპირისპირებებს მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ. ჩვენი მეტოქე ახლა „ლევანტეა“ და ვეცდებით, აქტივსი 3 ქულა ჩავიწეროთ.“

„საჭიროა აგრესიული შეტევა და ფიქრი იმაზე, რომ გავიმარჯვოთ და ლა ლიგისთვის ბრძოლა განვაგრძოთ. საკმაოდ სახიფათო მეტოქე გვყავს, თანაც დაპირისპირება გასვლაზე გვიწევს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება.“

„ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად რთულია „ბარსელონასთან“ ამხელა სხვაობით აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენ „რეალი“ ვართ. გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება, აქედან გამომდინარე, ჩვენს ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ბრძოლას განვაგრძობთ.“

„კალენდარი მართლაც ურთულესია. ერთი კვირის განმავლობაში ორი „ელ კლასიკოს“ გამართვა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით დაპირისპირებაზე ფიქრი მარტივი არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს დიდ გამოწვევად ვიღებთ, რომელსაც შესაბამისად ვუპასუხებთ.“

„გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგაგან, ასევე გვყავს მოთამაშეები, რომლებიც შედარებით გადაღლილნი არიან, თუმცა მერწმუნეთ, ხდება ძალების გადანაწილება და საერთო ჯამში გუნდი სწრაფ ტემპში ითამაშებს.“

„როდესაც მოედანზე მესი გადის, „ბარსელონა“ 50%-ით უფრო ძლიერია, აქედან გამომდინარე, ის „ელ კლასიკოში“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.“

„სერხიო რამოსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მშვიდად ვარ. კაპიტანს არ დასჯიან, ამაში დარწმუნებული ვარ.“

„ვინიციუს ჟუნიორი ყოველ კვირას მაოცებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარჯიშებზე მოდის და თანაგუნდელებს სიახლეებს სთავაზობს. მიხარია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ამხელა პროგრესი აქვს.“

„კრიტიკას ისე ვუყურებ, როგორც ქებას.“

„მარსელო თავს შესანიშნავად გრძნობს და ისე ვარჯიშობს, როგორც სხვა ფეხბურთელები. ერთადერთი მოთამაშე, ვინც გვაკლია არის მარკოს ლორენტე.“

„ისკომ დღეს დამატებითი დატვირთვა მიიღო, ორშაბათიდან კი სრულფასოვნად ივარჯიშებს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 24 თებერვალი 2019
  • 2439
  • 4

1

24 თებერვალი 2019 00:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5967
შენ ცოტა აზრზე მოდი რა ტიტული უნდა დაიდოს წელს.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

24 თებერვალი 2019 00:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ცოტა ეგ უკანალები გააქანეთ რა და ტიტული დავდოთ რომელიმე

3

24 თებერვალი 2019 01:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტიტული დადე თორეე გაილახები ბიძია🇪🇸😡

4

24 თებერვალი 2019 07:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 303
სათაური სტატიის ზოგად სურთს უნდა ასახავდეს და არა ერთ მონაკვეთს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)