სოლარი:„ვინიციუსის პროგრესი მთელი გუნდის დამსახურებაა“

სანტიაგო სოლარიმ „ჟირონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიზანს მხოლოდ გამარჯვება წარმოადგენს.“

„სიმეონეს ახალი კონტრაქტი? ვულოცავ ჩემ თანამემამულეს და წარმატებებს ვუსურვებ. ახლა „ატლეტიკოზე“ ფიქრი არ შემიძლია, რადგან წინ მძიმე მატჩი გვაქვს.“

„კატალონიის „ბარსელონა“ ლიდერია, ჩვენ კი გვსურს, რომ ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ პირველობისთვის „ატლეტიკო“ და „სევილიაც“ იბრძვის. კონკურენცია ძალიან დიდია.“

„„ჟირონასთან“ რამდენჯერმე ვითამაშეთ და მეტოქის ფილოსოფიას კარგად ვიცნობთ. კატალონიური კლუბი 90 წუთის მანძილზე შეუპოვრად იბრძვის.“

„რამოსის ყვითელი ბარათი? კაპიტანმა ყველაფერი ახსნა და ჩემს არგუმენტებს არ საჭიროებს.“

„მიიღებს თუ არა სერხიო გაფრთხილებას „ჟირონასთან“? ვერ გეტყვით, ამ ყველაფერს თამაში გვიჩნვენებს. კარგად ვიცით, რომ გაფრთხილების შემთხვევაში სერხიო ლა ლიგის 25-ე ტურს გამოტოვებს.“

„ჩემი განახლება? კლუბთან 3 თვის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსში“ 2021 წლამდე უნდა დავრჩე. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რეალობას თვალი გავუსწორო და დღევანდელი დღით ვიცხოვრო. ახლა იმაზე ფიქრის დრო არ მაქვს, დავასრულებ თუ არა კონტრაქტს, მე მხოლოდ „ჟირონაზე“ ვფიქრობ.“

„სანამ ჩვენს მატჩს გავმართავთ, ვალვერდეს გუნდს უკვე ნათამაშები ექნება, შესაბამისად გვეცოდინება, რა ვითარება იქნება ლა ლიგის ცხრილში.“

„ზიდანის „ჩელსიში“ დანიშვნა? ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ფრანგის დანიშვნის შემთხვევაში, „არისტოკრატები“ ძალიან გამოცდილ და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე სპეციალისტს აიყვანენ. ფრანგის ტრანსფერებზე და აზარზე ვერაფერს გეტყვით, ეს ძალიან შორი პერსპექტივაა.“

„ის, რომ ვინიციუსი არნახულად დიდ პროგრესს აჩვენებს, მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ეს მთელი კოლექტივის დამსახურებაა, რომელიც 18 წლის ფეხბურთელს ყველანაირად ეხმარება.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მარკო ასენსიო ჩემ განკარგულებაშია. ესპანელ ფეხბურთელს წინა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ასენსიომ ამსტერდამში უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2019
  • 2017
  • 1

1

16 თებერვალი 2019 21:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 303
ამ სტატიას სათაურად შეშვენის "სანტიაგო სოლარის პრესკონფერენცია" და არა ის რაც აქვს. აქ ზოგად თემებზე საუბრობს და არა ვინიციუსზე. სათაური სტატიის შინაარს უნდა ასახავდეს და არა ერთი აბზაცის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)