ფეხბურთელთა შეფასებები

არ ვიცი შეიძლება უმრავლესობას სრულიადაც არ აინტერესებდეს ფეხბურთელთა შეფასებები მაგრამ მე მინდა მაინც შემოგთავაზოთ იგი.


მაშ ასე დავიწყოთ.

იკერ კასილასი:7 მთლიანობაში იკერმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, რომ არა მისი ოსტატობა არ იყო გამორიცხული მადრიდელები განადგურებულიყვნენ. კასილასმა გაუშვა 2 გოლი თუმცა ის მაინც საუკეთესო იყო თავისი კლუბის რიგებში.

სერხიო რამოსი:6 სერხიო როგორც ყოველთვის ცდილობდა შეტევებში ჩართვას, თუმცა ამაოდ. ბარსელონას შესანიშნავი თამაშის წყალობით მას, ეს არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა.

ალბიოლი: 6.5 პირველ გოლში ერთადერთი დამნაშავე სწორედაც, რომ ალბიოლია. მიუხედავად ამ შეცდომისა შეიძლება ითქვას, რომ ალბიოლმა ჩაატარა მისი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი. მან არაერთხელ იხსნა ბლანკოსის კარი სახიფათო მომენტისაგან.

გარაი:5.5 ეზიკილმა ითამაშა ცუდად.ასე შეიძლება აიხსნას მისი თამაში ბარსელონას წინააღმდეგ.

არბელოა: 5 ალვარომ პირველი ტაიმი დამაჯერებლად ითამაშა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში დაუშვა რამდენიმე შეცდომა.

ვან დერ ვაარტი: 5 თამაში შესანიშნავად დაიწყო თუმცა შემდეგ ასე, რომ ვთქვათ გაქრა თამაშიდან. იყო მოედანზე და თან არ იყო. ყველაზე რეალური შანსი რომელიც მადრიდის რეალს ჰქონდა ვერ გამოიყენა ვაარტმა და დაისაჯა კიდეც გუნდთან ერთად.

გაგო: 5 ამ ''ფეხბურთელის'' შეფასებას არ ვაპირებ.

ხაბი ალონსო: 6 ხაბი პრაქტიკულად თავისი მოედნის ნახევარს არ ცდებოდა. მთელი ძალებით ცდილობდა ბარსელონას შეტევების გაუნებელყოფას, ბევრჯერ გამოუვიდა, ბევრჯერ არა. ასე, რომ საბოლოოდ მან საშუალოდ იასპარეზა.

მარსელო: 7 მადრიდელებიდა ალბათ ყველაზე კარგად მარსელომ იასპარეზა. ბრაზილიელი ძალიან სახიფათოდ ერთვებოდა შეტევებში და მეტოქის კარს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა გოლის გატანამდე საქმე ვერ მიიყვანა. (ჩემი აზრით მარსელო ერთ–ერთი საუკეთესო იყო მატჩში. ავტ.)

რონალდო: 7 ბევრს შრომობდა, ცდილობდა, წვალობდა დარბოდა თუმცა ამაოდ. ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო.

იგუაინი: 4 გაგოს მსგავსად ამ ფეხბურთელის შეფასებითაც არ შევიწუხებ თავს, მიუხედავად დიდი პატივისცემისა.

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები:

გუტი: 6 ესპანელი მოედანზე აშკარად გამოირჩეოდა მისი თამაშში ჩართვის შემდეგ თითქოსდა რეალმა მოუმატა შეტევაზე გადასვლას. იგი, როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო გადაცემების მხრივ. მთლიანობაში კარგად ითამაშა მადრიდელთა მეორე კაპიტანმა.

რაული: 5 ''ელ კაპიტანომ'' ''ელ კლასიკოში'' გაიტანა გოლი, რომელიც არ ჩაითვალა თუმცა როგორც ესპანელი ჟურნალისტების დიდი არმია თვლის ეს გოლი აუცილებლად უნდა ჩათვლილიყო, რადგან წესების სრული დაცვით გაიტანა გოლი რაულმა.

ბენზემა: 5 მანოლომ ბენზემა იმიტომ შემოიყვანა მოედანზე, რომ იგი ჩართულიყო შეტევებში. დიდი მცდელობის მიუხედავად ფრანგს ეს მთლად კარგად არ გამოუვიდა.




ინფორმაციის წყარო: Goal.Com




სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)