ფეხბურთელების კომენტარები

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა კრიშტიანო რონალდომ, ალვარო არბელოამ, სერხიო რამოსმა და რაულ ალბიოლმა, დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.


კრიშტიანო რონალდო:
"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მართალია წავაგეთ, მაგრამ ახლა დანებებას აზრი არ აქვს, რადგან ჩასატარებელი გვაქვს კიდევ შვიდი შეხვედრა. ყველამ კარგად ვიცოდით რომ "კლასიკოს" მოგება აუცილებელი იყო, თუმცა "ბარსელონას" გაუმართლა და პირველი გოლი გაგვიტანა, რამაც ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმრებს მიანიჭა. კატალონიელები ცდილობდნენ ჩვენი შეცდომებით ესარგებლათ, რაც გამოუვიდათ და მათთვის დამაკმაყოფილებელ შედეგსაც მიაღწიეს."

ალვარო არბელოა:
"ორივე "კლასიკოში" ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა "ბარსელონამ" გვაჯობა და არცერთის მოგების უფლება არ მოგვცა. ისინი შეტევაში ძალიან კარგად თამაშობენ და მათ შეჩერებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და შვიდ თამაშში ქულათა მაქსიმუმი (21) უნდა დავაგროვოთ."

სერხიო რამოსი:
"ერთადერთი რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, ეს ბოლომდე ბრძოლაა. სეზონის დამთავრებამდე დრო ჯერ კიდევ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."ბარსელონა" კარგად თამაშობდა და ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით მათ შეჩერებას, თუმცა მათ ორ გოლი მაინც გაგვიტანეს."

რაულ ალბიოლი:
"ჩვენ მეტი ქულა აღარ უნდა დავკარგოთ. სეზონი 98 ქულით უნდა დავასრულოთ. იმედია "ბარსელონა" შემდეგ მატჩებში წააგებს და ჩვენც შანსი მოგვეცემა."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • Junior
  • 11 აპრილი 2010
  • 2726
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)