ვან დერ ვაარტი კლასიკოზე

რაფაელ ვან დერ ვააერტმა ესპანეის რადიო Onda Cero–ში ვიზიტისას ისაუბრა კლასიკოზე, რომელიც მისი აზრით იქნება "საუკეთესო სანახაობა ამ დროისთვის."


"კლასიკო შესანიშნავი სანახაობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ სხვა თამაშებია სათამაშო. ორივე კლუბს ამ მატჩის მოგება ძალიან ჭირდება. ის ვინც მატჩს მოიგებს ლა ლიგის ჩემპიონი დროზე ადრე მაინც ვერ გახდება, მაგრამ მოგებული ტიტულთან ძალიან ახლოს იქნება. "ბარსელონას" წინ კიდევ აქვს შეხვედრები გასვლაზე სათამაშო ისეთ კლუბებთან, როგორიცაა "ვილიარეალი" და "სევილია".

" "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" კარგ ფორმაში იმყოფებიან. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რაოდენ კარგია "ბარსა". მათ ეს "არსენალის" წინააღმდეგ თამაშშიც აჩვენეს. ყველანი კარგად ვიცნობთ მათ ფეხბურთელებს: მესი და ხავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მათი არ გვეშინია. ჩვენ ძალიან მონდომებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ."

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ მესის, ვინაიდან ის კრიშტიანო რონალდუსავით ძალიან ლამაზ ფებხურთს უჩვენებს. ჩემი პირადი აზრია, რომ კრიშტიანო უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას კარგად ერგება. ის ძალიან სწრაფია, როგორც ბურთთან , ასვე ბურთის გარეშე და ბრწყინვალეა საჯარიმო დარტყმების შესრულებისას."

"ჩემი აზრით "ბარსელონას" თამაშს ქმნიან ხავი, ინიესტა და ბუსქეთსი. ისინი ნახევარდაცვაში შესანიშნავად თამაშობენ, ასე რომ სწორედ ამაზე უნდა ვეცადოთ ყურადღების გამახვილებას ამ თამაშში."

"ეს ძალიან განსხვავებული კვირაა. ირგვლივ ყველა ამ მატჩზე საუბრობს. ჩვენ დავამუშავეთ საკუთარი ტაქტიკა და გასახდელში დიდხანს ვისაუბრეთ ხვალინდელ მეტოქეზე. სასწორზე სამი ოქროს ქულა დევს , მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ გულშემატკივრებისთვის ამ თამაშის მოგება მორიგ სამ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია."

"მე ძალიან ბედნიერი ვარ მადრიდში ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტარტი არ მქონია, ახლა უფრო მეტს ვთამაშობ. მე წარსულზე არ ვფიქრობ, მე მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ვცხოვრობ. ამ კლუბის ნაწილი ვარ და მინდა, რომ აქ კიდევ დიდხანს ვითამაშო. ის ფაქტი, რომ მე კარგად ვთამაშობ იმის დამსახურებაა, რომ ჩემს საყვარელ პოზიციაზე მიწევს თამაში. მე მარცხენა ფლანგზეც შემიძლია თამაში, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ცენტრში , ფორვარდებს უკან თამაში ძალიან მიზიდავს. მწვრთნელთან ძალიან ბევრს ვსაუბრობ."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 9 აპრილი 2010
  • 1634
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (295)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)