სოლარი:„გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო“

სანტიაგო სოლარიმ „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„თითეულმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მე ვთვლი, რომ გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო.“

„ვინიციუს ჟუნიორი გუნდში 17 წლის ასაკში მოვიდა, მიმდინარე სეზონში მან ძალიან ბევრჯერ ითამაშა როგორც სასტარტო შემადგენლობაში, ასევე შეცვლებზე. ბრაზილიელი ძალიან ეფექტური და პროგრესული ფეხბურთელია. შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ მან შესაძლოა რონალდოსაც აჯობოს, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ნამდვილი სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ტალანტი, როგორც „ბლანკოსს“, ასევე ბრაზილიელთა ნაკრებს ძალიან გამოადგება.“

„ძალიან კარგი დინამიკა იყო. „სევილიასთან“ დაპირისპირებაში სწრაფი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ეს კურსი „ჟირონასთანაც“ გავაგრძელეთ.“

„სამეფო თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აბსოლუტურად ყველა ტურნირის მოგებისთვის ვიბრძოლებთ. გვსურს, რომ სეზონის ბოლოს „ლა კოპასთან“ ერთად ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას დავეუფლოთ.“

„ვინიციუსი და ბენზემა ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ, რაც ძალიან მახარებს, მათი კომბინაციები შეტევის ხაზს უფრო სოლიდურს ხდის.“

„სერხიო რამოსი „პანენკას“ სპეციალისტია, ის შესანიშნავად ასრულებს თერთმეტმეტრიანებს.“

„ფიზიკური თვალსაზრისით აშკარა პროგრესი გვაქვს. რამდენიმე დღეში გუნდს ყველა ფეხბურთელი შემოუერთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია.“


dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2019
  • 2186
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (374)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)