ვარსკვლავური ლიგა v2.0

იწყებოდა 1996–1997 წლების სეზონი, რომელიც ესპანური ფეხბურთისთვის იქცა ვარსკვლავური ეპოქის დასაწყისად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი ესპანეთის ჩემპიონატში.ჟურნალ Don Balon–ის გამოშვების მთავარი ობიექტი იყო იმ ეფორიისა და განწყობის გადმოცემა, რაც მაშინ ლა ლიგის გულშემატკივრებს შორის სუფევდა. ფანებს სურდათ მოქმედებაში ენახათ ლიგის ახალი ფეხბურთელები, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში და საუკეთესო კლუბი ისტორიაში. ის სეზონი მოიხსენიება , როგორც "ვარსკვლავების ლიგა"


სტოიჩკოვი, შუკერი, სიმეონე, ალფონსო, რედონდო, ფიგუ, რომარიო, ახალგაზრდა რაული. იმ წელს ესპანეთში გამოჩნდნენ რონალდო, რივალდო და რობერტო კარლოსი. როგორც ვიცით, მაშინ ჩემპიონი გახდა მადრიდის რეალი , სარეკორდო 92 ქულით. თასი მოიგო ბარსელონამ, ხოლო პიჩიჩი კი გახდა რონალდო. ჩემპიონთა ლიგა მოიგო დორტმუნდის ბორუსიამ, რომელიც ერთი წლის შემდეგ მადრიდის რეალმა ორჯერ აღმართა.

იმ წელს "ვარსკვლავთა ლიგამ" სპექტაკლი დადგა, რომლის მთავარი გმირებიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ისევე როგორც, ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამას ესაჭიროება განახლება, ლა ლიგაც, უფრო სწორად "ვარკვლავთა ლიგა"–საც 13 წლის გასვლის შემდეგ სრული განახლება გაუკეთდა.

ჩვენ ისევ ფლობთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს– "ბარსელონას", რომელმაც სამი ტურნირი მოიგო, ესპანეთი– ევროპის მოქმედი ჩემპიონია და რაც მტავარია, მაღალპროფესიონალი ფეხბურთელების მთელი არმია– მესი, კრიშტიანუ, კაკა, იბრაგიმოვიჩი, რობენი, დანი ალვეში, ინიესტა, რაული, კასილიასი, ლასსი, ხავი, სერხიო რამოსი, კასორლა, გუარდადო, ვილია, დავიდ სილვა, ბენზემა, სიმაუ, იგუაინი, არ დაგვავიწყდეს აგუერო, ფორლანი, ახლადმოსული ალბიოლი და ალონსო, ამ სეზონში მადრიდის რეალის და ბარსელონას დაპირისპირება იქნება რაღაც არაამქვეყნიური, არაბუნებრივი.

თუ მოგვიწევს არჩევნის გაკეთება პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის, ეჭვგარეშეა, რომ ამ ეტაპზე ლა ლიგა უფრო მიმზიდველია.


წყარო: Don Balon
dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2009
  • 2647
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)