ოფიციალური მიმართვა - „რეალს“ „სიტიდან“ რონალდუს მეგობრის ტრანსფერი სურს

ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მანჩესტერ „სიტიმ“ სამეფო კლუბის პრეზიდენტისგან ოფიციალური წერილი მიიღო. ფლორენტინო პერესს ინგლისურ მხარესთან შეთანხმება და ტრანსფერის განხორციელება სურს...


„დედაქალაქელებს“ პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდუს ახლო მეგობრის, ბერნარდო სილვას დამატება სურთ. მადრიდელები სილვაში უდიდეს პერსპექტივას ხედავენ და ფეხბურთელს გაცილებით მეტ სათამაშო დროს პირდებიან, ვიდრე „სიტიში“ იღებს.

აღსანიშნავია, რომ სილვას „სიტისთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, რაც ტრანსფერის ალბათობას ამცირებს, მაგრამ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი მოსალოდნელია.

პერესს სურს, რომ ბერნადო მადრიდში ზაფხულში ჩაიყვანოს და 6 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი 1994 წელს არის დაბადებული და ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს.

შემტევმა კარიერა „ბენფიკა „ბ“-ში“ დაიწყო, სადაც 38 მატჩი გამართა და მთავარ გუნდში გადავიდა, თუმცა მალევე „მონაკოში“ ამოყო თავი. იჯარის წესით საფრანგეთში გადასულმა სილვამ 15 დაპირისპირება გამართა და საკმაოდ ეფექტური იყო, რის გამოც ფრანგულმა კლუბმა ის დაიტოვა 2015/17 წლებში მან 86 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება სილვას და „სიტის“ ურთიერთობას. ბერნარდო მანჩესტერული კლუბის ღირსებას წელიწადნახევარია იცავს, მან 55 მატჩი ჩატარება და 11 გოლის მითვლა შეძლო საკუთარ აქტივში. dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2019
  • 4044
  • 4

1

20 იანვარი 2019 13:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაა საჭირო, სიტიდან ერთადერთი დე ბრუინს ვისურვებდი

2

20 იანვარი 2019 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5967
რავი ისე კი გამოგვადგებოდა მაგრამ რონალდუ რომ იძახის ჩემისთანა წარმატებული იქნებაო რეალში მაგის შანსიც არაა.
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

20 იანვარი 2019 14:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი ფეხბურთელია ნამდვილად დრიბლინგი პასები ყველაფერი აქვს და სილვასთან მაგარ დუეტს ქმნის კიდევაც. მიუხედავათ ამ ყველაფრისა მაინც არ შეესაბამება ჩვენს სათამაშო სტილს.

4

20 იანვარი 2019 15:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სანე არის კარგი ვარიანტი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)