სოლარი:„„ბარსელონასთან“ ბრძოლა არ დასრულებულა“

სანტიაგო სოლარიმ „სევილიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ბედნიერი ვარ და მსურს, მივულოცო ყველა ფეხბურთელს, მათ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს და შედეგიც სახეზეა. გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“

„ეს 3 ქულაზე მეტი იყო, ვინაიდან სასწორზე პოზიციის გაუმჯობესება იდო. ჩვენ ვეთამაშეთ პრინციპულ მეტოქეს და დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.“

„კაზემიროს მომენტი ძალიან ლამაზი იყო. დარწმუნებული ვარ, ამ გოლით ყველამ მიიღო სიამოვნება.“

„მოდრიჩი ბრწყინვალე იყო. ხორვატმა ფეხბურთელმა მთელი მატჩის მანძილზე დიდი აქტივობა გამოიჩინა და გოლის გატანა ნამდვილად დაიმსახურა.“

„სრულყოფილი თამაში გავმართეთ, ისკო კი ჩვენი გუნდის შემადგენელი ნაწილია. დღეს მთელი გუნდი ზეიმოს გამარჯვებას.“

„იმისათვის, რომ გუნდის რესურსი გაიზარდოს აუცილებელია ტრავმირებული ფეხბურთელების დროული დაბრუნება. ამ ყველაფერს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევ. სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაშავებულები მწვანე მინდორს დროულად დაუბრუნდნენ. წინ რთული მატჩები გველის და ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ.“

„ჩვენ შევეცდებით, რომ ამის შემდეგ ყველა მატჩი საუკეთესო იყო. გუნდს ჩემპიონობის ილუზია არ დაუკარგავს, ვინაიდან სატურნირო მდგომარეობა არ არის ისეთივე კატასტროფული, როგორიც ჩვენი წინა მატჩები იყო. სამწუხაროდ, რამდენჯერმე დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ, მაგრამ შანსები გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ პირველი ადგილისთვის.“

„ვინიციუსი ძალიან ეფექტურად გამოდის. ახალგაზრდა ფეხბურთელს უდიდესი მომავალი აქვს, ის გამოცდილებას იღებს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე კიდევ უფრო ეფექტურ ფეხბურთს ითამაშებს.“

„„ბარსელონას“ მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ბოლომდე შევებრძოლები. გადაწყვეტილი არაფერია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2019
  • 2645
  • 4

1

20 იანვარი 2019 13:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5244
ბარსელონა წელს ჩემპიონია სასწაული თუ არ მოხდა რამე

2

20 იანვარი 2019 14:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგია ეს დადებიდათ როვართ განწყობილნი მაგრამ რეალობა უნდა დავინახოთ. წელს 80% ბარსასია ლალიგა

3

20 იანვარი 2019 14:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Gallardo
კარგია ეს დადებიდათ როვართ განწყობილნი მაგრამ რეალობა უნდა დავინახოთ. წელს 80% ბარსასია ლალიგა

სევილიის თამამში მოგეწონა?? არც რეალი დაფრინავდა გუშინ ბოლო ბოლო რეალია და გამოკეტილ სევილიას შეუტევდა ამ შემადგენლობითაც პროსტა იმდენად დაქნეული გუნდია სევილია ჩაისვარა ეხლა ბარსას შეაკლავენ თვას კოპაზე 😃😃

4

20 იანვარი 2019 22:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სოლარი ობიექტური იყავი და აქედანვე მიულოცე ბარსას და მეორეზე მაინც იბრძოლე და ის ნაჯახები მოაშორე მეორე ადგილს ✌

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)