კასილასი კლასიკოზე

იკერს მიაჩნია, რომ კლასიკოში ტრიუმფი არ იქნება ლა ლიგის ჩემპიონის განმსაზღვრელი, მაგრამ ამავდროულად აღნიშნავს, რომ გამარჯვება "ძალიან სასიამოვნო იქნება." ასევე ერთ–ერთმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ კლუბში არაა რევანშის აღების განცდა და ფეხბურთელები მზად არიან კატალონიელთა დასახვედრად.


უმთავრესი კითხვა: განსაზღვრავს თუ არა კლასიკოში გამარჯვება ჩემპიონის ვინაობას?

ეს ლა ლიგის ორ გრანდს შორის გამართული სანახაობრივი შეხვედრა იქნება, მაგრამ მისი შედეგი სრულიადაც არ იქნება ჩემპიონობის გარანტი მოგებულისთვის. ამაში მე ვეთანხმები გვარდიოლას. სასწორზე სამი მნიშვნელოვანი ქულა დევს–ჩვენი მიზანი კი მისი მოპოვებაა. ის, ვინც ამას მოახერხებს , თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება. სხვა მეტოქეებიც არსებობენ, რომლებსაც საკუთარი მიზნები გააჩნიათ და მათაც სჭირდებათ ქულები. არ მიმაჩნია, რომ შაბათ საღამოს "ბერნაბეუზე" გასამართი შეხვედრა სეზონში ყველაფრის გადამწყვეტი იქნება, იმიტომ რომ კლუბებს შორის განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულა იქნება. თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება, მაშინ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა სრულიად არ შეიცვლება.

სურს თუ არა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს რევანშის აღება 2:6 მარცხის გამო?

ზუსტად რომ ის შეხვედრა იყო გადამწყვეტი– ჩვენ შეგვეძლო შეგვემცირებინა სხვაობა და სრულიად საპირისპირო რამ მივიღეთ და მოგვიწია საბოლოოდ დავმშვიდებოდით ლა ლიგის ჩემპიონობის ოცნებას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სეზონში ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ სამი მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება გვსურს, მაგრა მარტო რევანშზე ფიქრი, არ შეიძლება.

რას ფიქრობთ, არის თუ არა "ბარსა" ფავორიტი ამ მატჩში?

ამ სეზონის პირველი კლასიკოს შემდეგ ვიღაც ამბობდა, რომ "ბარსელონამ" "მადრიდის რეალს" ყველანაირად აჯობა, ვიღაც კი–რომ ყველაზე სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ვიმსახურებდით იმ მატჩში მოგებას. ჩვენმა კლუბმა ამ სეზონში დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა, ამიტომაც მე ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონა" ვერ შეძლებს გოლის გატანას და ფავორიტები ჩვენ ვიქნებით.

შეიძლება გამარჯვების გასაღები იმაში მდგომარეობდეს, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიიღოთ?

"მადრიდის რეალის" მაჩვენებლები ამ სეზონში , როგორც დაცვის, ასევე თავდასხმის ხაზში, ბევრი კლუბის შესაძლებლობებს აღემატება. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ვიცით, რომ თუ თავად არ მოვინდომებთ გოლის გაშვებას, ჩვენი მოგების შანსები ერთი ორად გაიზრდება. არავის არ სურს მდევრის როლში ყოფნა.


კლასიკო უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეხვედრა. ამან კი შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს თამაშის მიმდინარეობაზე. ასე არ არის?

ამის შესახებ საუბარი შესაძლებელია ჟურნალ–გაზეთების ყდაზე, რადიოში ან ტელევიზორში , მაგრამ მთავარია–ბრძოლა, კარგი თამაშის დემონსტრირება და გამარჯვება. თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუღარი მეთოდი აქვს, მაგრამ მთავარ– შედეგია.

ამ შეხვედრაში კაკას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რას ფიქრობთ, შეძლებს ის შაბათისთვის შესაბამის ფორმაში ჩადგომას?

მას ძალიან რთული ტრავმა აქვს, რაც მას ძალიან აწუხებს. კაკას ძალიან სურს თამაში და კლუბის დახმარება. როცა კაკა მოედანზეა, ის ძალიან შესამჩნევია, ის სულიერად არ დაცემულა, მაგრამ რა თქმა უნდა ნაწყენია, იმიტომ რომ ჯერ ვერ შეძლო თამაში ისე, როგორც მას სურს. ჩვენ ყველანი მის მხარეს ვართ, ის გრძნობს ჩვენს მხარდაჭერას. ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია.

დაასახელეთ ფეხბურთელი, რომლის ნახვასაც არ ისურვებდით მოედანზე ამ შეხვედრისას?

მე ამ შეკითხვას ყოველ წელს მისვამენ და ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობ: ხავის თამაში შთამბეჭდავია, ამასთანავე ჩვენ ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. თუ ის საკუთარ თამაშს იპოვის, მაშინ "ბარსაზე" ეს ყველაფერი იმწამსვე აისახება. ის ჩემი ფავორიტია.

ამ კლასიკოს მოიხსენიებენ, როგორც "მესისა და კრიშტიანოს" "იკერ კასილასისა და ვიქტორ ვალდესის" დეულს...

ყველა , ვისაც აქვს პირდაპირი შეხება ფეხბურთთან, მიეჩვივნენ ამგვარ შედარებებს. ვალდესი–სანდო გოლკიპერია, ის ძალიან ბევრს აკეთებს "ბარსასთვის". იგი ძალიან კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება და "ბარსელონასთვის" ეს ძალიან კარგია.

წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 8 აპრილი 2010
  • 2031
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)