ეგოისტი "მადრიდის რეალი" შედეგიანი "ბარსელონას" წინააღმდეგ

ამ შაბათს ჩვენ გვექნება საშუალება თვალი მივადევნოთ ნაციონალური ჩემპიონატის 81 წლიანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო კლუბების დაპირისპირებას. თუ ორივე კლუბის სტატისტიკას დავუჯერებთ, ჩვენ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივ კლასიკოს ვიხილავთ. ყველაზე ეგოისტი "მადრიდის რეალი" ყველაზე შედეგიანი "ბარსელონას" წინააღმდეგ.


1960/61 წლების სეზონში ლა ლიგაში გაიბრწყინა კლუბმა, რომელიც საუკეთესოდ ითვლებოდა. იმ სეზონში "მადრიდის რეალმა" საკუთარი მე–7 ტიტული მარტში 25–ე ტურში დაისაკუთრა. მაშინ "თეთრებმა" ბევრი რეკორდი დაამყარეს ერთ სეზონში. დააგროვეს რა სარეკორდო ქულა (52 შესაძლებელი 60–დან), გაიტანეს 89 გოლი 28 შეხვედრაში, ხოლო ჩემპიონატის პიჩიჩი გახდა პუშკაში. დამაგვირგვინებელი აკორდი გახდა სამეფო კლუბის გამარჯვება.

მოსალოდნელი შეხვედრის აფიშირება შეიძლება ამ სახით მოვახდინოთ: "მესი იგუაინისა და კრიშტიანოს წინააღმდეგ." როგორც ვიღაცამ განაცხადა "რასინგისა" და "მადრიდის რეალის" მატჩის მიმოხილვისას, პორტუგალიელი და პიპიტა–"ეს "მადრიდის რეალისთვის" ყველაფერია, სასიკვდილო კომბინაცია, რომელიც თავის თავში კლუბის სახეს წარმოადენს. სანახაობრივი თამაში და ზუსტი დარტყმები. აი ეს ფეხბურთელები წარმოადგენენ დღევანდელ "მადრიდის რეალს"."

ხოლო, რაც შეეხება, "ბარსელონას"გულს–ეს , რა თქმა უნდა მესია. გვარდიოლას კლუბში ბევრი ნიჭიერი ფებხურთელი ირიცხება, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ, მაგრამ კლუბის სისხლი მოძრაობაში მხოლოდ ლეო მესის მოჰყავს."

აი სტატისტიკა. ის არგენტინელი, რომელიც სიმაღლით ძალიან დაბალია, ამ დროისთვის ლა ლიგის პიჩიჩია (26 გატანილი გოლი), ხოლო ის, რომელიც უფრო მაღალია, მას მხოლოდ და მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება. კრიშტიანომ კარში ზუსტად 18–ჯერ დაარტყა, მაგრამ ის მეტოქეთა კარში დარტყმათა საერთო რაოდენობით ყველას წინ უსწრებს–152. მას მოყვება მესი–124. პირველი ყოველ 12,09 წუთში ურტყამს მეტოქეთა კარში, ხოლო მეორე– ყოველ 18,23 წუთში.

მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის ამ ორ ვარსკვლავსაც არ შეუძლიათ იგუაინის გასწრება, რომლის სავიზიტო ბარათად ამ დუელში მართლაც , რომ ბრწყინვალეა: გაიტანო 24 გოლი, ნიშნავს აიღო მეტოქეთა კარი ყოველ 74 წუთში. სხვაობისთვის: მესის ეს ყოველ 87 წუთში გამოსდის, რონალდუს–ყოველ 102 წუთში. იგუაინს სჭირდება ყველაზე მცირე 3 დარტყმა მიზნის მისაღწევად (2,75). მესი ამაში 4,7 დარტყმას ხარჯავს, ხოლო კრიშტიანო რონალდუ კი 8,4 დარტყმას.

იმ ფაქტს, რომ "ბარსელონას" გული ლიონელ მესია, ამტკიცებს საგოლე გადაცემებიც, საერთი ჯამში "ბარსელონას" ასეთი 54 აქვს, საიდანაც 9 მე–10 ნომრის საკუთრებაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი კლუბის მიერ გატანილ გოლთა 34 %–ში მონაწილეობა მიიღო ლიონელ მესიმ.

ჩემპიონატის ორი უძლიერესი კლუბი სანახაობრიბ თამაშს აჩვენებს თავდასხმით ხაზში. "მადრიდის რეალი" ამ მხრივ ყველაზე მეტად მონდომებულია. კლუბმა 620–ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარის მიმართულებით (ყოველ 20 წუთში), უფრო მეტჯერ, ვიდრე "ბარსელონამ"–471 დარტყმა, რომელიც დროის უმრავლესობას ბურთის დამუშავებას უთმობს. ეს ნიშნავს, რომ "რეალს" გოლი ყოველი მე–7 დარტყმის შემდეგ გააქვს, მაშინ როცა "ბარსელონა" ამას ყოველი მე–6 დარტყმით ახერხებს

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ სათამაშო დროის უმეტესი ხნის განმავლობაში არცერთი კლუბი არ ფლობს ბურთს მეტოქეთა ნახევარზე. ამ მხრივ ლიდერად გვევლინება "სევილია". მაგრამ ორივე კლუბში ძირითადი დამსახურება ამ მხრივ მოდის ბურთის გამანაწილებლებზე–"ბარსელონაში"–ხავი ერნანდესზე (2025), "მადრიდის რეალში" ხაბი ალონსოზე (1674)– სწორედ ამდენი ზუსტი გადაცემა გააკეთა თითოეულმა მათგანმა. ამ სიაში შეიძლება დანი ალვეშის, სერხიო რამოსის, პუიოლის , პიკესა და მერსელოს დამატებაც.

ყველა ეს გადაცემა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ამ კლასიკოში უმთავრესი ყურადღება შემტევიტ ფებხურთზე გამახვილდება. ამ შემთხვევაში, მეკარეებს ბევრი სამუშაო ექნებათ, სწორედ მათზე იქნება თამაშიდან გამომდინარე ბევრი რამ დამოკიდებული. ამაზე, სტატისტიკაც მეტყველებს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ იკერ კასილასი და ვიქტორ ვალდესი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეები არიან. მაგრამ "რეალის" მესამე კაპიტანს მოწინააღმდეგეზე მეტჯერ მოუწია გარჯა: იკერმა განახორციელა 182 ე.წ. "სეივი" (თამაშში ყოველ 15 წუთში ერთვებოდა), ხოლო "ბარსელონას" გოლკიპერმა კი–134–ჯერ იხსნა საკუთარი კარი (ყოველ 21 წუთში).


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 7 აპრილი 2010
  • 2780
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)