„სოსიედადთან“ წინა ხაზში ვასკესი-ბენზემა-ვინიციუსის ტრიო განიხილება

გამომდინარე იქედან, რომ სანტიაგო სოლარის შეტევითი პოტენციალის სერიოზული კლება აქვს, „სოსიედადთან“ მატჩში არგენტინელს იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს...


მარკო ასენსიოს მცირე დაზიანება აქვს. ესპანელმა ვერ ითამაშა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ და 100%-ით დადასტურებულია, რომ ვერც „სოსიედადს“ შეუტევს.

ლაზარეთს შეუერთდა გარეთ ბეილიც, რომელმაც დაზიანება „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში მიიღო.

მარიანო დიასს ნერვის პრობლემა აქვს და ერთ კვირაში დაბრუნდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოლარის არჩევანის საშუალება აღარ აქვს. თუ გუნდი სტილს არ უღალატებს და 4-3-3 სქემით იასპარეზებს, წინა ხაზში ლუკას ვასკესის, კარიმ ბენზემას და ვინიციუს ჟუნიორის ტრიოს ვიხილავთ.

განიხილება მეორე ვარიანტიც, რომელიც წინა ხაზში მხოლოდ ვასკესის და ბენზემას გამწესებას და ნახევარდაცვაში 4 ფეხბურთელის გამოყვანას ეხება. ამ შემთხვევაში ნახევარდაცვა კაზემიროს, კროოსის, მოდრიჩის და ისკოს კვარტეტით დაკომპლექტდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სოლარი ალარკონს ისევ არ ენდოს და მის ნაცვლად სებალიოსი შეუშვას მოედანზე. dle 10.1

  • Ramos
  • 5 იანვარი 2019
  • 963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)