გუტი:"ბერნაბეუზე რეალი ყოველთვის ფავორიტია"

"ვალდებებასაზე" დასრულებული ვარჯიშის შემდეგ, მადრიდის "რეალის" წამყვანი ნახევარმცველი, ხოსე მარია გუტი, მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ დამდეგ "ელ კლასიკოს" – "თეთრები" მოიგებენ.


"მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა, ესპანეთის საუკეთესო საფეხბურთო წარმომადგენლები არიან. ორივე გუნდი უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ასე რომ გულშემატკივარს წინ ულამაზესი საფეხბურთო საღამო ელის. ყოველი ჩვენგანი გამარჯვებისთვის გავა მოედანზე, სხვა შედეგი არანაირად არ დაკვაკმაყოფილებს. ვიმედოვნებ, დამდეგ სუპერ კლასიკოს ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ წინასწარ რაიმეზე საუბარი არ შეიძლება."

"ჩვენს შორის გამარჯვებული, უდიდეს ფსიქოლოგიურ მუხტს მიიღებს. მადრიდის რეალის მთავარი კოზირი, შეტევის ხაზია, მაგრამ არც დაცვის ხაზში მოვიკოჭლებთ... რაც არ უნდა ვისაუბროთ, ბოლოს ერთ რამეზე შევთანხმდებით, ვინც მეტს გაიტანს ის მოიგებს. ბარსელონას დამარცხება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. მადრიდელებმა, კატალონიელთა თამაშის სტილი კარგად შეისწავლეს... ვფიქრობ, შეხვედრის მთავარი პოზიტივი "ინჩასები" იქნებიან, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვიქომაგებენ."

"ბარსას წინააღმდეგ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. გუარდიოლას შეგირდები ორ ფრონტზე იბრძვიან, ასე რომ მათ სიძლიერეში ეჭვის შეტანა უბრალოდ აფსურდია. დამდეგი სუპერ კლასიკო საკუთარი გულშემატკივრის საპატივცემულოდ უნდა მოვიგოთ, მათ მხოლოდ და მხოლოდ სრული რევანში სწყურიათ, ჩვენ კი მათი სურვილის ასრულებას აუცილებლად მოვახერხებთ. მადრიდის რეალი, საკუთარ არენაზე ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია..."

"კატალონიელები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბარსელონელები წლების განმავლობაში ერთ გუნდში ასპარეზობენ. შაბათის შეხვედრაში, ჩვენ აქცენტს სწრაფ გოლზე გავაკეთებთ, რადგან მატჩის მსვლელობას თავიდანვე დავეუფლოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბლაუგნარას ნახევარდაცვის ხაზი, ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ბლანკოსს სხვა პლიუსები აქვს."

"მათ შეიძლება ერთ ფეხბურთელზე გათვლით ითამაშონ ბერნაბეუზე, მაგრამ ჩვენ გუნდურ ფეხბურთს შევთავაზებთ, მადრიდულ პუბლიკას. არსენალის კარში, მესის გატანილი ოთხი გოლი მე არანაირად არ გამკვირვებია, რადგან მის ძალებში ძალიან დიდი ხნის წინ დავრწმუნდი. ის მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არც ჩვენს გუნდს დაეწუნება ვარსკვლავები, მადრიდის რეალში ხომ, კრიშტიანო რონალდო და რაული ასპარეზობენ."

"მე პირადად არც ერთი სუპერ კლასიკო არ მახსოვს, სადაც ამდენი ვარსკვლავი შეკრებილიყოს ერთდროულად, ბერნაბეუზე ნამდვილი 'ვარსკვლავთა ომი' გაიმართება. ბარსელონა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან ეს ჩვენ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან წაგვადგება..."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)