კლუბების სტატისტიკა "ელ კლასიკომდე"

ზოგიერთები თვლიან, რომ "ელ კლასიკო" გამოავლენს ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობას, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს იმ რვა ფინალიდან ერთ–ერთია, რომლის თამაშიც "მადრიდის რეალს" მოუწევს. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი შაბათ საღამოს ტელევიზიის საშუალებით საკუთარი თვალით იხილავს მორიგ "ელ კლასიკოს", რომელიც უკვე "სუპერ კლასიკოს" სახელითაცაა მონათლული, ხოლო 80 000 გულშემატკივარი კი პირდაპირ "სანტიაგო ბერნაბეუდან" მიადევნებს თვალს ამ სანახაობას.


"მადრიდის რეალი" - ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი კლუბია. ასევე მადრიდელებმა ამ 30 ტურის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ დაარტყეს მეტოქეთა კარის მიმართულებით.


კლუბების სტატისტიკა "ელ კლასიკომდე"


"მადრიდის რეალმა" გაიტანა 83 გოლი, საშუალოდ 2,77 ერთ შეხვედრაში, კლუბი ნელ–ნელა უახლოვდება რეკორდს, რომელიც დამყარდა ისევ "თეთრების" მიერ 1989/90 წლებში, მაშინ "ბლანკოსებმა" საერთო ჯამში 107 გატანილ გოლს მოუყარეს თავი. "თეთრებმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 50 გოლი გაიტანეს, საშუალოდ 3,33 გოლი ერთ შეხვედრაში. თავის მხრივ "ბარსელონამ" გაიტანა 75 გოლი (2,55 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში), საიდანაც 32 სტუმრად იქნა გატანილი (საშუალოდ 2,13 ერთ თამაშში).


კლუბების სტატისტიკა "ელ კლასიკომდე"


იგუაინსა და რონალდუს შესაბამისად 24 და 18 გატანილი გოლი დაუგროვდათ. განვლილი 30 ტურის განმავლობაში "თეთრების" 14–მა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა. "ბარსელონას" რიგებში საუკეთესო ბომბარდირად გვევლინება არგენტინელი ლიონელ მესი (26 გატანილი გოლი) და შვედი ზლატან იბრაგიმოვიჩი (16 გატანილი გოლი).

"მადრიდის რეალმა" საერთო ჯამში 620–ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარის მიმართულებით (საშუალოდ 20,67–ჯერ მატჩში), "ბარსელონას" ანალოგიური მაჩვენებელი კი 471–ია (საშუალოდ 15,71–ჯერ ერთ შეხვედრაში).


კლუბების სტატისტიკა "ელ კლასიკომდე"


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 6 აპრილი 2010
  • 2805
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)