თასი დიდი წარსულით

მადრიდის რეალმა 30 ჩატარებული შეჯიბრებიდან 19 მოიგო , საქმე ეხება სანტიაგო ბერნაბეუს თასს, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს ბევრ ტიტულოვან კლუბს მიუღია, დაწყებული მიუნხენის ბაიერნიდან რივერ პლეიტამდე და მილანამდე. წინა თასზე თეთრებმა პორტუგალიის სპორტინგს სძლიეს ანგარიშით 5:2, ხოლო გონსალო იგუაინი კი ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.


შეჯიბრება სტარტს 25 აგვისტოს აიღებს. რიგით 31–ე შეჯიბრება, რომელიც ეძღვნება სანტიაგო ბერნაბეუს, პრეზიდენტს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კლუბის ისტორიაში, კიდევ ერთხელ შეკრებს ახალი თაობის მადრიდისტებს. მოვიდა ახალი თაობის დრო, თაობისა, რომელმაც უნდა შექმნას კლუბი აწმყო და მისი მომავალი. თაობისა, რომელსაც მოუწევს დაამტკიცოს თავისი ძალა მილანის წინააღმდეგ.

ტურნირის პრესტიჟულობას განაპირობებს არამარტო ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც იღებდნენ აქ მონაწილეობას, არამედ ის დიდი კლუბებიც , რომლებსაც ამ ტურნირზე უთამაშიათ. არიგო საკის მილანი, რომელმაც აჩვენა საკუთარი თაქტიკური ძალა 1990 და 1998 წლებში, ლუის ვან გაალის აიაქსი, მილანის ინტერი ან მიუნხენის ბაიერნი, შედიან იმ ისტორიული კლუბების ჩამონათვალში, რომლებიც ზემოთხსენებულ ტურნირზე თამაშობდნენ. ამ სიაში არ შეგვიყვანია, ბენფიკა, ლივერპული, ევერტონი, პალმეირა, პანაროლი, სანტოსი, რივერ პლეიტი, პორტუგალიის სპორტინგი, ბელგრადის პარტიზანი და ა.შ. თუ არ ჩავთვლით მადრიდის რეალს, მიუნხენის ბაიერნი სამი სანტიაგო ბერნაბეუს თასით , არის საუკეთესო კლუბი ამ ტურნირზე. მის კვლადაკვალ ორ–ორი თასით მოდიან მილანი და მილანის ინტერი.

დასაწყისი

ტურნირის ისტორია იწყება 1978 წლის 2 ივნისს, დღე, როცა სანტიაგო ბერნაბეუ წავიდა. მილიონ მადრიდისტს გული დაწყდა იმ პრეზიდენტის წასვლით, რომელმაც მათ ოცნებას ფრთები შეასხა, პრეზიდენტს, რომელმაც მადრიდის რეალი მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ინსტიტუტად ჩამოაყალიბა. ერთი წლის შემდეგ, გულდაწყვეტილი მადრიდისტების ერთმა ნაწილმა შეიმუშავა პეტიცია ამ შეჯიბრების ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ უცბადვე დაამტკიცა.



წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2009
  • 1681
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)