„ლიდერბეთისა“ და ფუტსალის ერთობლივი პროექტი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგასა და კომპანია „ლიდერბეთს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


გეგა კალმახელიძე, ლიდერბეთის მარკეტინგის მენეჯერი: ”ლიდერბეთი ზოგადად აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ყველა შესაძლებელი რესურსით. რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, ლიდერბეთს სურდა ფუტსალის ლიგისთვის რაიმე სახის დახმარება გაეწია და ამიტომაც დღეს გაფორმდა აღნიშნული მემორანდუმი ლიდერბეთსა და ფუტსალის ლიგას შორის. გარდა ამისა, აქვე დავძენ, რომ კარგი იქნება თუ ბიზნესი აქტიურად ჩაერთება და მისცემს თავის მხრივ დამატებით წახალისებას ქართული სპორტის განვითარებას. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის ჩართულობას სპორტში მინდა მოგახსენოთ, რომ ლიდერბეთი დიდი10-ის გენერალური სპონსორი, რაგბის კავშირის პარტნიორი, 25-მდე საფეხბურთო კლუბის სპონსორი და მეგობარია, ასევე საკალათბურთო სამძლეოსნო და სხვა სპორტების განვითარებაში შეაქვს წვლილი.

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ს დირექტორი: "კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ფუტსალის განვითარებისთვის, რადგან ლიგის კომერციალიზაციაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ყოველ წელს. ეს დამატებითი სტიმულია გუნდებისთვის და მონაწილეებისთვის. ეს არის, ასე ვთქვათ, გუნდების თანადგომა, რათა ბიუჯეტი გაძლიერდეს და უფრო სტაბილური გავხადოთ ისინი. ჩვენი მიზანი არის ისეთი გარემოს შექმნა, რომ რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი და სანახაობრივი გახდეს ფუტსალის ლიგა. აღსანიშნავია, რომ ეს არა მარტო ჩემპიონატია საქართველოში, არამედ სოციალური პროექტიცაა, რაც დამატებით არის მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც უყვარს ფეხბურთი.მოთამაშეებს უჩნდებათ პერსპექტივა, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები. პირველ ეტაპზე კი, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სიმბოლური გასამრჯელო, რაც შესაძლოა პრემიის ან ხელფასის სახით გამოიხატოს ."
მიხეილ თევზაძე, თსუ-ს კაპიტანი: "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გაფორმდა მემორანდუმი ლიდერბეთსა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ეს დამატებითი სტიმულია თითოეული მოთამაშისთვის. ეს მემორანდული და ზოგადად კერძო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის მოტივაციაა."

ნიკოლოზ ჯანელიძე,მართვე ქუთაისის დირექტორი: "საქართველოში უმეტესწილად სპორტის ყველა სახეობაში ფინანსები წყვეტს ბევრ რამეს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.ფუტსალი ახლა განვითარების ეტაპზეა და ამიტომ ძალიან სჭირდება ხელშეწყობა. მოხარული ვიქნებით თუ მსგავსი პარტიონერების რაოდენობა გაიზრდება."

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშებამ, სტარტი 9 ნოემბერს აიღო. წლევანდელ ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

„ლიდერბეთისა“ და ფუტსალის ერთობლივი პროექტი

„ლიდერბეთისა“ და ფუტსალის ერთობლივი პროექტი
dle 10.1

  • Bernabeu
  • 17 დეკემბერი 2018
  • 1695

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)