ელ კლასიკო - ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე

სტატისტიკაზე დაყრდნობით ამ კვირაში ჩასატარებელი "ელ კლასიკო" ბოლო ორ საუკუნეში, ყველაზე დაძაბული მატჩი იქნება... პრიმერას ცხრილის პირველ ადგილოსანი,მადრიდის რეალი, წინა სეზონში ჰეთრიქის ავტორს, კატალონიის ბარსელონას, დაუპირისპირდება..


რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ (მადრიდელთათვის, ამ საუკუნეში ) სანტიაგო ბერნაბეუზე ნამდვილად საოცარი სანახაობა იქნება ნაჩვენები.. ამ დღეს ერთმანეთს ბოლო, 81 წლის განმავლობაში, 2 საუკეთესო გუნდის სტატუსის მქონე გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს...

60/61 წლის სეზონში მადრიდლებმა მოიგეს თავიანთი მეშვიდე პრიმერა.. მათ სხვა რეკორდებიც მოხსნეს.. 30 მატჩიდან 24 მოგება მოაგროვეს (რამდენიც ახლა რეალს აქვს მოგროვებული). ამ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მეგოლე მადრიდელი პუშკაში გახდა რომელმაც 28 გოლის გატან მოახერხა ( მადრიდელებმა იმ სეზონში 60 გოლი გაიტანეს )

ბერნაბეუზე კიდევ ერთი დაპირისპირება იქნება, კრისტიანო რონალდო - იგუაინი VS მესი.. პორტუგალიელი და არგენტინელი რეალისთვის პური და მარილია, ისინი მადრიდის ნამდვილი ბურჯები არიან, იგუაინი რეალის საუკეთესო მეგოლე (ჯერ-ჯერობით...) ხოლოდ პორტუგალიელი რეალისთვის ამ სეზონში, აშკარად საუკეთესო ფეხბურთელი...

ბარსელონას "ტანისთვის" კი ლეო მესი ნამდვილად გულია, ყველაფერი გულით იწყება და გულითვე მთავრდება, სადაც გული არაა იქ ვერც ტვინი (გუარდიოლა) და ვერც სხეულის სხვა ნაწილები (ფეხბურთელები) ვერაფერს აკეთებენ...

სტატისტიკაც ნამდვილად "შემზარავია".. ჯერ-ჯერობით ბარსელონას გული, ლეო მესი ლიდერობს შეჯიბრს პიპიჩისთვის 26 გოლით, რომელსაც ორი გოლით მისი თანამემამულე იგუაინი ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილს 18 გოლის მქონე პორტუგალიელი კრისტიანო რონალდოს უკავია, მაგრამ იგი ყოველთვის სეზონის ბოლო ყოველთვის უკეთესად ატარებს ვიდრე დარჩენილ სეზონს. რონალდო ყველა ფეხრბუთელს უსწრებს პრიმერაში, კარში (და არა კარისკენ) დარტყმებში, პორტუგალიელი ყოველ 12 წუთში ურტყამს კარში, ხოლო მეორე ადგილოსანი მესი ყოველ 18.9 წუთში...

ამასობაში ორივე კლუბმა ბევრჯერ დაარტყა კარში.. რეალმა ამ სეზონში 620 კარში დარტყმას მოუყარა თავი როცა ბარსელონა მხოლოდ 471 დაარტყა.. რეალს სულ რაღაც 7 დარტყმაში გააქვს გოლი, ხოლო ბარსელონას ყოველ 6 დარტყმაში....

ასევე დაძაბული სიტუაციაა ცენტრში დაკავებულ ბურთზე და მიცემულ პასებზე... ამ სექციაში ლიდერობს კატალონიელი, ხავი ერნანდესი 2025 პასით, ხოლო მას მოყვება მადრიდელი, ხაბი ალონსო 1674 პასით... ხოლო საუკეთესო მეპასე ფეხრბუთელებს შორის, პრიმერას ეგიდით, ცხრა მოთამაშე არის ამ ორი კლუბიდან (ალვეში,ბუსკეტსი,პუიოლი,ინიესტა,აბიდალი,რამოსი და მარსელო)...

ამ სტატისტიკიდან და რიცხვებიდან გამომდინარე აშკარად, შეტევითი ფეხბურთი იქნება ნაჩვენები სანტიაგო ბერნაბეუზე... ორივე მეკარე,იკერიც და ვიქტორიც ძალიან კარგ სეზონს ატარებენ და ცოტა გოლს უშვებენ, მაგრამ ამ ასპექტში მადრიდელებმა პირველობა დათმეს რადგან ბარსას უფრო ნაკლები გოლი აქვს გაშვებული ვიდრე რეალს

მეგოლეებიდან, მეპასეებიდან და ამ სტატისტისტიკიდან გამომდინარე, ორივე კლუბის ფეხბურთელები ყველაფერს ჩადებენ თამაშში და ისინი აუცილებლად "დახოცავენ" ერთმანეთს, სტადიონის პატარა მონაკვეთისთვისაც".... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)