კასილასის პრეს–კონფერენცია

იკერ კასილასმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა პირველი პრეს–კონფერენცია მას შემდეგ, რაც დასრულდა კონფედერაციის თასი, ხოლო გოლკიპერი კი შვებულებაში გავიდა.


რას ფიქრობთ იმაზე, რომ მიჩელ სალგადოსა და კლუბს შორის შეთანხმება არ შედგა?

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მე ვესაუბრე მას და ვიცი რომ მიჩელს კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.

ჭირდება თუ არა კლუბს ხაბი ალონსო?

ხაბი საუკეთესო მეგობარი და ფეხბურთელია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და შესაბამისად ბევრ კლუბს სურს მისი საკუთარ რიგებში ხილვა. მე არ ვარ ის ადამიანი, ვის მოვალეობაშიც შედის მისი გადმოყვანა. დარწმუნებული ვარ , ბევრს სურს მისი ყიდვა, მაგრამ შეთანხმება , რომელიც შედგება კლუბებს შორის, უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც კლუბს, ასევე თავად ფეხბურთელსაც.

ფიქრობთ თუ არა , რომ ის გარემო,რაშიც რონალდუს უხდება თამაში , იმოქმედებს მისი თამაშის ხარისხზე?

ის არც ისე დიდი ხანია, რაც აქ გადმოვიდა, მაგრამ პრესა მას მაინც არ ეშვება, ის პროფესიონალია და გაუმკლავდება ყველა წინააღმდეგობებს. მარტო იმის ნახვა რად ღირს, რისი გაკეთებაც მან უკვე მოასწრო კლუბში გადმოსვლის შემდეგ. ყველა ამბობდა, რომ ის მადრიდის ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იქნებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ კრიშტიანო რონალდო ვარჯიშებზე იმაზე მეტს იხარჯება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი.

თქვენ თქვით,რომ მიჩელის გამგზავრება არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია, რომ მას დღეს კლუბთან ერთად არ უვარჯიშია.

შეიძლება მან ფიტნეს დარბაზში დარჩენა ამჯობინა. იგი თავად იტყვის, როცა კლუბიდან წასვლას გადაწყვეტს.

ფიქრობთ თუ არა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც კლუბმა იყიდა, იქნებიან წარმატების გარანტნი მომდევნო სეზონში?

დიახ, მე ასე ვფიქრობ. ფლორენტინო პერესმა შექმნა ძლიერი კლუბი, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატებების მიღწევა საერთაშორისო დონეზე. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი იქნა შეძენილი, მათ შორის ადგილობრივი ესპანელი ფეხბურთელებიც, რომლებმაც უნდა გააძლიერონ კლუბი და გახადონ ის უფრო ესპანური.

ფერნანდო ტორესს მიაჩნია, რომ ესპანელ ფეხბურთელებს არ აქვთ დიდი ნდობის ხარისხი და ისინი შედარებით უფრო დაბალ ფასებში იყიდებიან, თქვენი აზრით, ესპანელი ფეხბურთელები არიან თუ არა ერთი ნაბიჯით უკან?

მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი ჩვენგანი, რომლებმაც მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, ვთამაშობთ ლა ლიგაში. ჩვენ მოვახერხეთ იმ ბარიერის გარღვევა, რომელიც ჩვენს უკანა პლანზე ყოფნას "უწყობდა ხელს". ხავი შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ტორესი Ballon d’Or–ზე მესამე იყო,.. ესპანელი ფეხბურთელები ეხლა უფრო მეტი ყურადღების ქვეშ არიან.

რა დრო დაჭირდება კლუბს იმისთვის, რომ გახდეს ის მადრიდის რეალი, რომლის ნახვაც მსოფლიოს სურს?

ჩვენ კიდევ ერთი თვე გვაქვს სეზონის დაწყებამდე. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ისეთ შეჯიბრებაზე, როგორიცაა ესპანეთის სუპერ თასი, რაც საშუალებას გვაძლევს კონცენტრირება მხოლოდ მომდევნო სეზონზე მოვახდინოთ. კიდევ ბევრი რამე დაგვრჩა გამოსასწორებელი, მაგალითად როგორიცაა ის ფაქტი, რომ ბევრ საგოლე მომენტებს ვანიავებთ. ახალი ფეხბურთელებიც შესანიშნავად ეწყობიან კლუბს, ჩემი აზრით, ნამდვილ მადრიდის რეალს თქვენ ოქტომბერში ან ნოემბერში იხილავთ.

იბრაგიმოვიჩი უფრო მეტად გადარდებთ თუ ეტო'ო?

სიმართლე გითხრათ , მე მოხარული ვარ, რომ ეტო'ო წავიდა, ვინაიდან ის ღამის კოშმარივით იყო. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ვინაიდან ის ნამდვილი პროფესიონალია. იბრაგიმოვიჩიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ის დაეხმარება ბარსელონას საკუთარი დომინირების გაგრძელებაში.

ძნელია თუ არა ამდენ ახალ ფეხბურთელთან ერთად ვარჯიში?

ეს ძალიან ძნელია, ეს წინასასეზონო ეტაპი ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის, ვინაიდან მე ვნახე , თუ როგორ დატოვა რამდენიმე ჩემმა თანაგუნდელმა კლუბი. იმის ნახვა, რომ ფეხბურთელი კლუბიდან მიდის , საწყენია, მაგრამ უნდა გააცნობიერო, რომ ეს თავად ფეხბურთელის სასიკეთოდაც კეთდება. ყველას გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატში, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ამის მიღწევა სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გარეშე შეუძლებელია.


წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2009
  • 1655
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)