სოლარი:„მოდრიჩი ოქროს ბურთს იმსახურებს, რონალდუს ბოდიში“

სანტიაგო სოლარიმ „ბლანკოსის“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, მეორე ნახევარში კი მარსელინოს შეგირდებმა გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან „რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.“

„ჩვენ გვყავს არაერთი გამოცდილი მოთამაშე და უნდა ვიპოვოთ იდეალური შერწყმა ახალგაზრდებთან. მიხარია, რომ ახალი თაობა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად არიან და დიდ გამოცდილებას იღებენ. სებალიოსი, ოდრიოზოლა, რეგილონი, ვინიციუსი და სხვები წლების მანძილზე იქნებიან „ბლანკოსის“ სადარაჯოზე.“

„წლევანდელ სეზონში არაერთი ახალგაზრდა გამოჩნდა. ლორენტეს, ვალვერდეს და რეგილონის გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

„„იპურუაზე“ განცდილი მარცხი მართლაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მას შემდეგ „რომას“ და „ვალენსიას“ დამარცხება შევძელით, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კარგ ფორმაში ვართ.“

„კურტუა ბრწყინვალე მეკარეა და ბევრი „სეივი“ შემოგვთავაზა.“

„დიდი ბოდიში კრიშტიანო რონალდუს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი ლუკა მოდრიჩია. ვთვლი, რომ ხორვატის კარიერა ოქროს ბურთის გარეშე არ უნდა დასრულდეს, მისი გამოვლილი გზა ნამდვილად დასაფასებელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 დეკემბერი 2018
  • 2599
  • 5

1

2 დეკემბერი 2018 13:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გასაგებია რეალის ფეხბურთელია ლუკა და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ წავა ესეც და წლების მერე რონალდოს ბევრად დიდი კვალი ექნება დატოვებული ვიდრე ლუკას. უშუალოდ ოქროს ბურთს კიდევ არ იმსახურებს მოდრიჩი რონალდოზე მეტად. ჯერ ერთი პირადად მე მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ძალიან ბევრი ჩაგდებული თამაში მახსოვს და რეალურად მაოფლიოზე ითამაშა მხოლოდ უმაღლეს დონეზე სტაბილურად, მაგრამ მაშინ ეკუთვნის ვარანსაც, გრიზმანსაც და მბაპესაც. საინტერესო ფაქტი კიდევ ისაა, რომ მსოფლიოს დასრულების შემდეგ რონალდოს ოქროს ბურთის მოგებას კოეფიციენტი ქონდა 1.25. ხოლო მოდრიჩისას 6.0. დღემდე მოდრიჩი ვერ თაამაშობს იმის მეათედსაც კი რაც მუნდიალზე იტამაშა, იქით რონალდო 33 წლის ასაკში ახალ ჩემპიონატში გოლს გოლზე იტანს და საგოლეებსაც არიგებს და მაინც 2 თვის თავზე სეზონის დაწყებიდან კოეფიციენტი იცვლებადა მოდრიჩს უხდება ჯერ 1.5 შემდეგ 1.3 იმიტომ რომ უეფას წლის ვერსიით საუკეთესო მიიღო ლუკამ, რაც ვთვლი, რომ ბოლო წლების ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება იყო. თუ ოქროს ბურთს ართმევდნენ რონალდოს კი ბატონო, მაგრამ უეფას ვერსიით უალტერნატივო უნდა ყოფილიყო. ძალიან მაგრა ამუშავდა რონალდოს წინააღმდეგ მთელი ანტიპიარი, რამაც ეს შედეგი დადო, პლიუს მასები დაღალა რონალდო/მესის შედარებებმა და სულ მათმა მოგებამ და შეარჩიეს შედარებით კარგი დრო რო ჯილდო სხვას მისცენ. რონალდო რეალიდან რომ არ წასულიყო ამ 3 დან მინიმჯმ 2 ჯილდოს მაინც აიღებდა. სნეიდერს ბევრად ეკუთვნოდა 2010 ში ეს ჯილდო ვიდრე მოდრიჩს ახლა, მაგრამ მაშინ ის სამეულშიც არ შეიყვანეს და საერთოდ ძალიან არასამართლიანი დაჯილდოვებებია წელს. უდიდესი პატივისცემა ლუკას, თუმცა, ვფიქრობ, რომ რონალდოზე მეტად არ ეკუთვნოდა არც უეფას ჯილდო და არც ოქროს ბურთი, აი ფიფას ვერსიით საუკეთესოობა კი ალალია მასზე.

2

2 დეკემბერი 2018 13:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ციტატა: Dantes23

ხო გეთანხმები ამუშავდა ანტიპატია რონალდუს მომართ იმიტომ რო ცდილობენ არ მოაგებინონ მას ოქროს ბურთი, იმიტომ რომ მესის გადაასწრებს და არ უნდათ, აბა მესი რომ ყოფილიყო რონალდუს ადგილზე უეჭველი მოაგებინებდნენ, ეგ ჩემი მასაზრებაა გამოვთქვი უბრალოდ რონის ფანი არასდროს ვყოფილვარ მთავარია რეალმა მოიგოს ტიტულები თორემ რონალდუ მოიგებს თუ არა რამეს არ მაინტერესებს. უბრალოდ ეკუთნის მეტი არაფერი, მოიგოს ლუკამ მაშინ რა პრობლებმაა რეალის ფეხბურთელია ბოლო-ბოლო.
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

2 დეკემბერი 2018 14:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Shetenes dzalit modrichs

4

2 დეკემბერი 2018 15:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2094
ლუკას ბოლო სეზონია მადრიდში როგორც ჩანს და გაასწორებს თუ ოქროს ბურთით დაამთავრებს

5

4 დეკემბერი 2018 12:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
luka mevaseba rogorc madridistas magram , im fexburts ravustxari sadac iniestas araqvs oqros burti da modrichs miscen

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)