რეალ მადრიდი 3:1 ფეიენოორდი
2002 წელს მადრიდის რეალმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა ევროპის
სუპერთასი. რეალმა ამ მატჩში მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული გუნდის სტატ-
უსით მიიღო და დაუპირიპირდა 2001/2002 წ.წ. უეფას თასის გამარჯვებულ ფეიენოორდს.
2002 წელს მადრიდის რეალმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა ევროპის
სუპერთასი. რეალმა ამ მატჩში მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული გუნდის სტატ-
უსით მიიღო და დაუპირიპირდა 2001/2002 წ.წ. უეფას თასის გამარჯვებულ ფეიენოორდს.
რეალი 3-1 ფეიენოორდი
გოლები: 1-0 პააუვე(15)-საკ.კარში., 2-0 რობერტო კარლოსი(21), 2-1 ვან ჰოიდონკი(56), 3-1 გუტი(60).
რეალი: 1-კასილასი, 2-სალგადო, 4-იერო(კაპ), 6-ელგერა, 3-რობერტო კარლოსი, 19-კამბიასო(22-პა-
ვონი 88), 24-მაკელელე, 10-ფიგუ, 14-გუტი(18-პორტილიო 71), 5-ზიდანი(21-სოლარი 86), რა-
ული.
სათადარიგო ფეხბურთელები: 13-სესარი, 8-მაკმანამანი, 15-რაულ ბრავო, 16-ფლავიო კონსეისაო
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
ფეიენოორდი: 1-ზოეტებიერი, 23-ემერტონი, 2-გიანი(19-ბუფელი 72), 17-პააუვე, 3-რჟასა, 8-ვან ვონდ-
ერენი, 6-ბოსველტი(კაპ), 7-ბ. კალუ, 14-ონო, 9-ვან ჰოიდონკი, 10-ლურლინგი.
სათადარიგო ფეხბურთელები: 31-ლ’ამი, 5-ვან ჰაარენი, 18-დოს სანტოსი, 20-დე ჰაანი, 27-სპრო-
კელი.
მწვრთნელი: ბერტ ვან მაარვიკი.
რეალმა ახალი სეზონი ახალი ტიტულით დაიწყო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, რეა-
ლს, რომელსაც აქამდე ჩემპიონთა ლიგა 9-ჯერ ჰქონდა მოგებული, არცერთხელ არ ემარჯვა
ევროპის სუპერთასის ფინალში. მატჩი 30 აგვისტოს, მონაკოში გაიმართა. რეალს მთელი მატჩის
განმავლობაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მადრიდელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს, რაშიც მათ ფეიენოორდის მცველი პა-
ტრიკ პააუვე დაეხმარათ, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გაშვებულმა გოლმა როტე-
რდამელები დააბნია და 5 წუთში მათ კარში მეორე გოლი გავიდა, თავი ამჯერად რობერტო კარლოსმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში პიერ ვან ჰოიდონკმა ჩვეული, საფირმო საჯარომოთი ანგა-
რიში შეამცირა, თუმცა გუტიმ 5 წუთში კვლავ აღადგინა სტატუს-კვო, 3:1... მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს თასი რეალისთვის ბოლო ევროპული ტროფეია.
ამის შემდეგ, მადრიდელებს არანაირი ევროპული თასი არ მოუგიათ. იმედია, ამ უსიამოვნო
სტატისტიკას წერტილი წელსვე დაესმევა.
1998-დან 2002 წლამდე რეალმა 3-ჯერ სცადა ევროპის სუპერთასს დაუფლებოდა, თუმცა 2 შემთხვევაში დამარცხდა(1998 წელს - ჩელსისთან 0:1 და 2000 წელს - გალათასარაისთან 1-2).
ვისენტე დელ ბოსკესთვის კი მე-3 ევროპული თასია(2000 და 2002 წლებში - ჩემპიონთა ლიგის
შემდეგ). რეალმა კი 2002 წლის ევროპის სუპერთასის შემდეგ კიდევ 3 ტიტული მოიგო(საკონტი-
ნეტთაშორისო თასი 2002 წელს[რეალი 2-0 ოლიმპია], 2003 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, იმავე
2003 წელს ესპანეთის სუპერთასი[მალიორკასთან 1-2, 3-0] კარლუშ კეირუშის ხელმძღვანელობით
და 2007 წელს ესპანეთის ჩემპიონატი ფაბიო კაპელოს მწვრთნელობისას.
ამ სტატისტიკიდან, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ დელ ბოსკეს რეალში მოღვაწეობა(1999-2003). ულვაშამ რეალთან ერთად 4 წლის განმავლობაში 7 ტიტული მოიგო. მისი წასვლის შემდეგ კი რეალმა იმდენივე წელში(4 წელი) მხოლოდ 2 ტიტულის მოგება მოახერხა. რეალის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი კი მიგელ მუნიოსია, რომელმაც რეალს 14 წლის განმავლობაში
(1960-1974) 14 ტიტული მოიგო: 9 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა თასი და 1 საკონტი-
ნენტთშორისო თასი.
- 3 ივლისი 2009
- 3396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.