ლუკას ვასკესი:„სოლარის შეტევის გარდა არაფრის გაგონება არ სურს“

ლუკას ვასკესი ესპანეთის ნაკრებსმიღმა დარჩა და „რეალთან“ ერთად ინტესიურ რეჟიმში ვარჯიშობს...


„სანაკრებო პაუზა საკმაოდ დიდხანს გრძელდება, მაგრამ კლუბში დარჩენილ ფეხბურთელებს ძალების მოკრებვის საშუალება ეძლევათ.“

„სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ „ბლანკოსმა“ მატჩი გამართა და ყველა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა არგენტინელს იმისათვის, რომ ხშირად მენდობა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს.“

„სოლარის ვარჯიშები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, ის უდიდეს ყურადღებას უთმობს შეტევას და სწორედ აგრესიული სტილი მოსწონს, არგენტინელისთვის მთავარი კომპონენტი სწორედ წინა ხაზია.“

„სანტიაგომ კონტრაქტის განახლება დაიმსახურა. მიხარია, რომ ის კლუბში დარჩა და იდეების განხორციელების საშუალება მიეცემა.“

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი იყო, ზედიზედ ოთხ მატჩში მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება. დარწმუნებული ვარ, მათი დაბრუნების შემდეგ „რეალი“ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გახდება და საოცარ შედეგებს მიაღწევს. სწორ გზას ვადგავართ და მუშაობა უნდა განვაგრძოთ.“

„ასენსიო მსოფლიო ვარსკვლავია, ასაკის მიუხედავად ის საოცარ შესაძლებლობებს ავლენს. დარწმუნებული ვარ, მარკო როგორც „რეალთან“, ასევე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ძალიან დიდ შედეგებს მიაღწევს, მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელია.“

„ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება? ნებისმიერ დროს მზად ვარ, „ფურია როხას“ ღირსება დავიცვა.“ dle 10.1

  • Datuna
  • 17 ნოემბერი 2018
  • 1869
  • 1

1

17 ნოემბერი 2018 20:16

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 263
  • |
  • კომენტარები: 743
ამან წინა სეზონში გუნდისთვის უამრავი იმუშავა მიუხედავად იმისა რომ დიდი ფანტაზიის უნარით არ გამოირჩევა გასული სეზონი ნამდვილად არის მის აქტივში რის გამოც შანსაც იმსახურებს და დაფასებასაც თითოეული მადრიდისტასგან...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)