ლოპეტეგი:„გულშემატკივრებს ვუთხარი ნახვამდის, მათ კი ტაში დამიკრეს“

ჟულიენ ლოპეტეგიმ „პლზენთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„არ ვიცი თქვენ ფიქრობს თუ არა, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა სტატისტიკა აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს. ერთადერთი გუნდი, რომელიც 3 ქულას იმსახურებდა „რეალი“ იყო. მიხარია, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ და დინამიკა შევცვალეთ, ეს არის დიდი სტიმული „ელ კლასიკოს“ წინ.“

„რატომ დავტოვე მოედანი სწრაფად? საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრებს დავემშვიდობე, მათ კი ტაში დამიკრეს, სხვა რა უნდა გამეკეთებინა? ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.“

„ვფიქრობ, გუნდმა პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ეცადოს კიდევ უფრო მოუმატოს. დღეს სრული დომინაციის ავტორი „რეალი“ იყო. იმედი მაქვს, მსგავსი სცენარი სხვა მატჩებშიც განვითარდება.“

„პრობლემების მოგვარება მხოლოდ მშვიდი გზით შეიძლება. მესმის, რომ გულშემატკივრები ძალიან მკაცრები არიან და ბევრს მოითხოვენ, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენ შეგვიძლია მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ.“

„იმედი მაქვს, გუნდში დადგა გარდამტეხი მომენტი და ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. თუ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ, საკუთარ ძალებს კიდევ უფრო ვირწმუნებთ.“

„ისკო აუცილებლად უნდა შემეცვალა, რადგან მას მოედანზე მეტი დრო არ უნდა გაეტარებინა. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ოპერაციის შემდეგ 1 თვეც არ არის გასული.“

„ლუკას ვასკესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი არ გამიკეთებია. ჩვენ გვჭირდება აგრესიული მარჯვენა მცველი და ჩავთვალე, რომ ესპანელი სივრცეებს კარგად აითვისებდა. ლუკასს მცველად ზიდანის მმართველობის დროსაც არაერთხელ უთამაშია. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2018
  • 4389
  • 2

1

24 ოქტომბერი 2018 11:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღეს გადაწყდებაა ვინ იქნება კლასიკოში ლიდერი😏😏 ინტერთან ბარსა როგორც ითამაშებს ისე ითამაშებს რეალთანაც დაცვა იქნება თუ შეტევა მესის გარეშე ბარსა რას წარმოადგებს დღეს დაინახავთ..
ნუ მე არ ვამბობ რო ინტერი რეალის დონისაა მეთქი მაგრამ რა ტაქტიკა ექნება ის იქნება რეალთანაც ბარსას

2

24 ოქტომბერი 2018 11:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
„ვფიქრობ, გუნდმა პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ეცადოს კიდევ უფრო მოუმატოს. დღეს სრული დომინაციის ავტორი „რეალი“ იყო. იმედი მაქვს, მსგავსი სცენარი სხვა მატჩებშიც განვითარდება.“


Magari unamusoa.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (299)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)