2007: გავერთიანდეთ ტიტულისთვის

2007 წელი მადრიდის რეალისთვის ძალიან რთული გამოდგა, კლუბს ჩემპიონობა დიდი წვალების ფასად დაუჯდა.


2007 წლის 18 მატრტს სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნებზე მრავლად იყო გამოფენილი ბანერებს: "ერთად ყველაფერს შევძლებთ!". ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ბარსელონამ თავისი მატჩი ფრედ ითამაშა და გაუტოლდა მადრიდის რეალს ქულათა რაოდენობით. ქომაგები ბლანკოსის ფეხბურთელებისგან ხიმნასტიკის წინააღმვდეგ მხოლოდ მოგებას ითხოვდნენ.

შემდეგი 12 შეხვედრიდან მადრიდის რეალმა 10-ის მოგება მოახერხა. ყველაზე რთული მატჩები კი სევილიასთან, ესპანიოლთან და უელვასთან გამოდგა. ბოლო და გადამწყვეტი მატჩი კი მალიორკას წინააღმვდეგ ელოდა სამეფო კლუბს. ყველასთვის მოულოდნელად მატჩში მალიორკას ფეხბურთელები დაწინაურდნენ. თუმცა მეორე ტაიმში თეთრებმა სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს და გაინაღდეს ჩემპიონობა.

ამის შესახებ ჩვენ ბევრი ვიცით და არაერთი სტატია დაწერილა, თუმცა ცოტას თუ გვეცოდინება იმის შესახებ, რომ ანალოგიური ფაქტი 1962 წელსაც მოხდა, როდესაც მადრიდის რეალის გაჩემპიონება, კვლავ მალიორკასთან მატჩზე იყო დამოკიდებული. ამჯერად სამეფო კლუბმა მეტოქე სანტიაგო ბერნაბეუზე მიიღო. ბლანკოსის ფეხბურთელებს არ გასჭირვებიათ ოპონენტების დაჯაბნა და დაიცვეს 1961 წელს ისევ მალიორკასთან მატჩში მოპოვებული ტიტული. ასე რომ შეიძლება ითქვას მალიორკა მადრიდის რეალისთვის ყველაზე "სასურველი" მეტოქეა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 31 მარტი 2010
  • 2935
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (206)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)