ზინედინ ზიდანის ინტერვიუ

ზინედინ ზიდანმა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა გაზეთ "Marca"-ს.ფეხბურთის ლეგენდის ინტერვიუ იხილეთ სრულიადში.


"რიბერიმ რეალში უნდა ითამაშოს.ის სამეფო კლუბისთვის გამოჭრილი ფეხბურთელია.იმედია რომ ის ამ ზაფხულს უკვე ბლანკოსის მაისურს მოირგებს.

კაკა შესანიშნავი მოთამაშეა მე მისი მჯერა.ჟურნალისტები ძალიან დაუნახავი ხალხია.კაკამ ამ სეზონში ბევრი სარგებელი მოუტანა რეალს მაგრამ მათ ეს არ ყოფნით.კარგად გადახედეთ ხოლმე თამაშებს.კაკას კრიტიკა ჩემი აზრით გადაჭარბებულია.მაგრამ დამიჯერეთ ის უკეთ ათამაშდება და ყველა კრიტიკოსს დაადუმებს.მის კლასში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ.ხომ ვერ მეტყვით ვინ არის ბრაზილიის, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ნაკრების უდავო ლიდერი?დიახ ამით ყველაფერი ნათქვამია.

კარიმ ბენზემა ჯერ კიდევ ახლგაზრდაა ნუ ითხოვთ მისგან არაამქვეყნიურ თამაშს.მას ადაპტაცია სჭირდება.შემდეგ სეზონში ის გაცილებით უკეთ ითამაშებს.ძალიან ძნელია როცა 1 ჩემპიონატიდან მეორეში გადადიხარ.უნდა მიეჩვიო ახალი ჩემპიონატის თავისებური თამაშის სტილს.ეს ძალიან ძნელია.ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ.პირველი ნახევარი წელი რეალში მეც მაკრიტიკებდნენ.

რაული მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდაა და ამით ყველაფრი ნათქვამია.ის შესანიშნავი პიროვნება და ფეხბურთელია.

მანუელ პელეგრინი უნდა დარჩეს რეალის მწვრთნელად.უკვე რამდენი ხანია რეალს 2 სეზონში 1მწვრთელი არ ჰყოლია.მართალია მე მას პირადად კარგად არ ვიცნობ მაგრამ ჩემი აზრით ის უნდა დარჩეს "ბლანკოსის" მწვრთნელად.მოდით ვნახოთ შემდეგ სეზონში გუნდი უკვე შეთამაშებული იქნება. ფეხბურთელები უკვე მიჩვეული იქნებიან მწვრთნელის ტაქტიკას და სტილს და გუნდი დასტაბილურდება,ეს კი წარმატების საწინდარია.მითუმეტეს ასეთი ფეხბურთელებით როგორიც მადრიდის რეალში არიან.

მართალია მე სხვადასხვა კლუბებში ვთამაშობდი მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ მე სულით და გულით "მადრიდისტა" ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კლუბს."–დაასრულა ზიდანმა.


ავტორი:David-kaka dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)