ლოპეტეგი:„„რეალის“ დატოვებაზე საუბარი სასაცილოა“

ჟულიენ ლოპეტეგიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ფიზიკურად და მენტალურად უფრო კარგად იქნება მზად. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ და საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა.“

„ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმუმისთვის. გარკვეული დანაკლიები გვაქვს, მაგრამ კონცენტრაციის ნაკლებობას არ განვიცდით, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება დერბის მოგებას.“

„ეჭვი არ მეპარება, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. თითოეული მატჩის მოსაგებად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“

„ჩემი წასვლა? ამაზე საუბარი სასაცილოდ მიმაჩნია, გუნდში სულ ცოტა ხნის წინ მოვედი. ნებისმიერ დროს მზად ვარ, დავტოვო „რეალი“ თუ ამას ხელმძღვანელობა მეტყვის, მაგრამ პრეზიდენტი ყოველთვის მიკავშირდება და სრულ ნდობას მიცხადებს, ფლორენტინო დარწმუნებულია, რომ ჩემი ფორმაციის „ბლანკოსი“ ტიტულოვანი იქნება.“

„მიუხედავად დერბისა, ამ მატჩს 3 ქულიანი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც სხვა მეტოქეებთან, ამიტომ დამატებითი ნერვიულობა არაფერს გვარგებს.“

„ვფიქრობ, „ატლეტიკოსთან“ პაექრობისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს შეუძლიათ უმაღლესი კლასის თამაშის ჩვენება. ბერნაბეუმ ლამაზი „ბლანკოსი“ უნდა იხილოს.“

„ენერგია, სისწრაფე და კლასი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმზიდველი და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეფექტური ფეხბურთის თამაში.“

„გოლის გატანის ასპექტში გარკვეული პრობლემები გვაქვს, რამაც თავი „რომასთან“ პაექრობაში იჩინა. მიუხედავად იმისა, რომ 3:0 ვიმარჯვეთ, გაცილებით მეტი უნდა გაგვეტანა. ანალოგიურს ვიტყოდი „სევილიასთან“ პაექრობაზე, სადაც ჩვენს გრაფაში 0 ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.“

„ჯერ მხოლოდ 6 მატჩი გვაქვს ჩატარებული, ლა ლიგის დანარჩენი და მნიშვნელოვანი დაპირისპირებები წინ არის. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, თუმცა ფეხბურთელების მიმართ ძალიან დიდ მოთხოვნებს ვაყენებ.“

„ემოციური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არანაირი პრობლემა არ მაქვს. წაგება ყველას ახსოვს, მოგება კი მარტივად ავიწყდებათ, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევ.“

„ძლიერ გუნდებთან ვაგებთ? მე ვფიქრობ, რომ „რომას“ სახით, ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, სწორედ ამ კოლექტივმა შარშან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გააღწია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 29 სექტემბერი 2018
  • 4238
  • 10

1

29 სექტემბერი 2018 00:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გაასხი შენით რა. მაინტერესებს ახლა ვის მოათრევს პიტალო

2

29 სექტემბერი 2018 00:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დაიწყო ამანაც ბენიტესივით ბაზარი ))

3

29 სექტემბერი 2018 00:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
karoche ra ro vakvirdebi arasdros paraskevis matchze ar daiwereba racarunda realuri iyos

4

29 სექტემბერი 2018 02:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1329
ისე ლოპოტეგი შენ პერეს არ იცნობ არ იცი რა გადაუტირიალდება თავში

5

29 სექტემბერი 2018 02:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფაქტია ყველაგუნდს ჭირდება გამოკვეთილი ლიდერი შეტევაში, ბეილი ნაღდად ვერ ახერხებს ამ ფუნქციის შეთავსებას ჯერ ჯერობით, ყვლეაზე კარგი იქნება მომდევნო წლიდან კილიანი მოიყვანონ და ყველანაირი კომფორტი შეუქმნან

6

29 სექტემბერი 2018 06:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
bevri iconoda mara aucva

7

29 სექტემბერი 2018 11:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წავა როგორც ბენიტესი და ანჩელოტი გაუშვეს მალე

8

29 სექტემბერი 2018 12:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სასაცილოა კი არა "დაიცავით ცენზურა!" აქედან შე მათხოვარო და შენი სიქიმი სებალიოსი და ბენზემაც გაიყოლე.

9

29 სექტემბერი 2018 15:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3117
რავი აქ უკვე გაგიშვა სასტავმა

10

30 სექტემბერი 2018 02:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ კაცის ფილოსოფიას ვერ ერგება გუნდი.
ვნახოდ რა იქნება სეზონის ბოლოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)