ახალი ერა – მადრიდულ ისტორიაში

მადრიდის "რეალმა", ლა ლიგის გასულ ტურში კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამყარა, პელეგრინის შეგირდებმა 29 შეხვედრაში 74 ქულის მოგროვება მოახერხეს, ეს კი პრიმერა დივიზიონის ისტორიაში პირველად მოხდა. სამეფო კლუბის კიდევ ერთი მიღწევა, "თეთრების" საოცარი შედეგიანობაა, მადრიდელები ერთ თამაშში დაახლოებით სამ გოლს იტანენ, ეს კი დამეთანხმებით ალბათ, დიდებული რეზულტატია. შორეულ ჰორიზონტზე კიდევ ერთი რეკორდი მწიფდება, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა, მიმდინარე სეზონში 107 გოლის გატანა მოახერხეს, ისინი 1989|90 წლების რეკორდს დაამხობენ, რომელიც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, ერთად ერთი და განუმეოერებელია.


74 ქულა 29 შეხვედრაში

ლა ლიგის ისტორიაში, არც ერთ გუნდს არ დაუგროვებია 29 შეხვედრაში 74 ქულა, ეს მხოლოდ მადრიდელებმა მოახერხეს. სამეფო კლუბმა, კატალონიის "ბარსელონას" შარშანდელი რეკორდიც გააუმჯობესა. გასულ წელს გუარდიოლას შეგირდებმა, ჩეპიონატის ამ ეტაპზე 72 ქულის დაგროვება მოახერხეს და პრიმერა დივიზიონის ახალი რეკორდი დაამყარეს.

სამი გოლი ყოველ შეხვედრაში

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, ლა ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში ბრწყინვალე შედეგიანობა გამოავლინეს, ისინი ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლის გატანას ახერხებენ. ეს კი სამეფო კლუბის კიდევ ერთი პირადი რეკორდია, მსგავსი შედეგი "თეთრებს", შორეულ 50–იან წლებში ჰქონდათ, მაშინ მადრიდელებმა 7 შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხეს.

სამი რეკორდი ჰორიზონტზე

ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ 9 შეხვედრაა დარჩენილი, ასე რომ მადრიდელებს კიდევ ერთი ახალი რეკორდის დამყარება შეუძლიათ. ჰორიზონტზე შორეული 90–იანი წლების რეკორდია, რომელიც ერთ სეზონში 107 გოლზე მეტის გატანას გულისხმობს. თუ პელეგრინის შეგირდებმა ასეთივე შედეგიანობით განაგრძეს ასპარეზობა, ისინი გაცილებით მეტის გატანას მოახერხებენ, ვიდრე ეს ყველაფერი 1989|90 წლების სეზონში მოხდა.

კიდევ რა? მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე უდანაკარდგოდ ასპარეზობს. თუ "თეთრებმა" ასევე განაგრძეს ასპარეზობა, ისინი მიგელ მუნიოსის დამოძღვრილი ფეხბურთელების რეკორდს მოხსნიან, რომელიც 1960|61 წლების სეზონში დამყარდა.

"ბლანკოსს" – "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმძიმესი ოთხი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. პელეგრინის შეგირდები ჯერ კატალონიის "ბარსელონას", შემდეგ "ვალენსიას", "ოსასუნას" და ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდებიან.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)