ლოპეტეგი:„პრესაში ძალიან დიდი ტყუილი გავრცელდა“

ჟულიენ ლოპეტეგიმ „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დანი სებალიოსი სწორ გზას ადგას, მასში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს.“

„პრესაში დიდი ტყუილი გავრცელდა, რომელიც ჩემსა და ერერას შორის კავშირს ეხება. არანაირი მოლაპარაკება არ მაქვს „პორტუს“ ფეხბურთელთან.“

„მარკო ასენსიოს მრავალფუნქციონალური ფეხბურთელია, რაც მას კიდევ უფრო ძლიერს ხდის, ესპანელის დარტყმა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა.“

„მომდევნო კვირაში ძალიან რთული მატჩების ჩატარება მოგვიწევს, თუმცა მზად ვართ, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“

„მიხარია, რომ ლუის ენრიკემ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება მისცა, ისინი ამას იმსახურებდნენ.“

„ზიდანის მწვრთნელად დაბრუნება? თუ ასე მოხდება, შესანიშნავი ამბავია, ფრანგი გრანდიოზული მწვრთნელია და ის აუცილებლად უნდა იყოს დიდ ფეხბურთში.“

„კარიმ ბენზემას თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ღრმად მწამს, რომ კიდევ შეუძლია მომატება, ის ბევრს შრომობს.“

„„ბილბაოს“ სახით რთული მეტოქე გვყავს, ეს გარემოება გვაიძულებს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ.“

„გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს 180 წუთის მანძილზე ეხმარებოდა, თუმცა მაინც მზად არის მოედანზე გასასვლელად.“

„24 ფეხბურთელი მყავს და ვფიქრობ, რომ კოლექტივი დაბალანსებულია. ურთულესი კალენდარის მიუხედავად, შეგვიძლია ძალები გადავანაწილოთ.“

„იქნება თუ არა „ბილბაოსთან“ გამოყვანილი თერთმეტეული „რომასთან“ მატჩშიც? ამაზე საუბარი ნაადრევია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 14 სექტემბერი 2018
  • 4956
  • 2

1

14 სექტემბერი 2018 16:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276
ლა ლიგა და სამეფო თასი დადე თორე რო გაგიგდებს პერესი ცინგლი დორბლი ოფლი ჭღვლინტი ერთიანად აგერევა😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁

2

15 სექტემბერი 2018 17:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 109
ცოტა მაღალ ტემპში, დალშე მამენტ კაია, მარა ზიზუს გუნდი მანქანა იყო 👍😎

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 9
2 სუარესი 9
3 ასპასი 8
4 სტუანი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 4 3 0 1 9
2 რომა 4 3 0 1 9
3 ცსკა 4 1 1 2 4
4 პლზენი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

რომელი შემტევი სჭირდება „რეალს“ ყველაზე მეტად?

კეინი
იკარდი
ლევანდოვსკი
აზარი
მბაპე
ნეიმარი



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2018 (162)
ოქტომბერი 2018 (482)
სექტემბერი 2018 (390)
აგვისტო 2018 (481)
ივლისი 2018 (334)
ივნისი 2018 (296)