რეალ მადრიდი 4-3 ესპანიოლი

რეალის კიდევ ერთი ისტორიული მატჩი და ამჯერად პრიმერაში. ეს მატჩი შარშან გაიმართა და ყველა გულშემატკივარს უდიდესი ემოცია მიანიჭა. შეიძლება ზოგი
თვლის, რომ ეს მატჩი ისტორიული მნიშვნელობის სრულიად არ არის, მაგრამ მე მათ
ვერ დავეთანხმები. ჯერ ერთი, შარშან მოპოვებულ ყველა ქულას ოქროს ფასი ჰქონდა და
მეორე, რეალს ეს თამაში რომ წაეგო ჩემპიონობის შანსებს მკვეთრად იმცირებდა, თუ არ კარგავდა საერთოდ.


რეალის კიდევ ერთი ისტორიული მატჩი და ამჯერად პრიმერაში. ეს მატჩი შარშან გაიმართა და ყველა გულშემატკივარს უდიდესი ემოცია მიანიჭა. შეიძლება ზოგი
თვლის, რომ ეს მატჩი ისტორიული მნიშვნელობის სრულიად არ არის, მაგრამ მე მათ
ვერ დავეთანხმები. ჯერ ერთი, შარშან მოპოვებულ ყველა ქულას ოქროს ფასი ჰქონდა და
მეორე, რეალს ეს თამაში რომ წაეგო ჩემპიონობის შანსებს მკვეთრად იმცირებდა, თუ არ კარგავდა საერთოდ.
12 მაისისათვის(ეს მატჩი სწორედ ამ დღეს გაიმართა) ბარსელონა რეალს 2 ქულით უსწრებდა. ბლანკოსს თავისი თამაში უნდა მოეგო და კატალონიელთა შედეგს დალოდებოდა. ვერავის წარმოედგინა, რომ მადრიდულ გრანდს ასე გაუჭირდებოდა კერკე-
ტი ესპანიოლის დამარცხება და მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეალს ქულები ჰაერივით
სჭირდებოდა.
რეალი 4-3 ესპანიოლი
გოლები: 0-1 პანდიანი(14), 0-2 პანდიანი(25), 1-2 ვან ნისტელროი(29), 1-3 პანდიანი(33),
2-3 რაული(48), 3-3 რეიესი(56), 4-3 იგუანი(88).

რეალი: კასილასი, სისინიო(ელგერა 46), კანავარო, რამოსი, კარლოსი, დიარა, ემერსონი,
იგუანი, გუტი(რეიესი 46), რაული(მ. ტორესი 90), ვან ნისტელროი.

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო.

ესპანიოლი: კამენი, ტორეხონი, ლაკრუსი, ჩიკა, ველასკო(ხარკე 74), ანხელი, ხონათასი,
ე. კოშტა, მოჰა, რუფეტე(კორომინასი 67), პანდიანი(ლ. გარსია 60).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

ესპანიოლმა, რომელსაც 4 დღეში უეფას თასზე უნდა გაემართა მატჩი, თამაში ზეაქტიურად დაიწყო. 25-ე წუთისათვის კატალონიელები უკვე 2 ბურთით იგებდნენ. თავი ორივეჯერ პანდიანმა გამოიჩინა. რეალი ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ელოდა. მეორე გოლიდან 4 წუთში რუუდ ვან ნისტელროიმ ანგარიში შეამცირა. თუმცა, გადის კიდევ 4 წუთი, რეალის დაცვის მორიგი შეცდომა და 1:3...
მადრიდელები გამოუვალ ვითარებაში ჩავარდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის და
საერთოდ ჩემპიონატის მოგების იმედი ყველას გადაწურული ჰქონდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ფაბიო კაპელომ ორმაგი ცვლილებით დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზი გადაახალისა. ამ ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. 48-ე წუთზე რაულმა ინჩასებს გამარჯვების იმედი ჩაუსახა. ამ გოლიდან 8 წუთში კი რეიესმა ანგარიში სულაც გაათანაბრა. რეალის უპირატესობა კოლოსალური იყო, თუმცა ესპანიოლიც კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდა. თამაში ფრისკენ მიდიოდა და რეალიც ემშვიდობებოდა ჩემპიონობას, მაგრამ...
გონსალო იგუანმა, რომელსაც მადრიდში გადმოსვლის შემდეგ მუდამ იმიტომ აკრიტიკ-
ებდნენ, რომ ძალიან ცოტა გოლი გაჰქონდა, ზუსტად მაშინ გაიტანა, როდესაც ყველაზე
საჭირო იყო. არგენტინელმა მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ ჩიკას აართ-
ვა ბურთი, შემდეგ რეიესთან კედელი გაითამაშა და 4:3. ბერნაბეუ ემოციებისაგან დაინგრ-
ა. ემოციები ვერ მოთოკა ფაბიო კაპელომაც, რომელსაც მუდამ თავშეკავებული მწვრთნე-
ლის სახელი ჰქონდა. რეალმა საოცარი მატჩი მოიგო და მოიპოვა არამარტო 3 ქულა, არამედ ყველაფერი, რაც იმ დღეს შეიძლებოდა მოეპოვებინა: უდიდესი ემოცია, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა, ოპტიმიზმი, ჩემპიონობის სურვილი და ამაღლებული მოტივაცია. მადრიდულმა გრანდმა ვინ იცის უკვე მერამდენედ დაამტკიცა თავისი სიდიადე. ის დღე, ის მატჩი, ის ემოციები, ის სიამაყე და ის სიხარული, რაც რეალის ფანებმა განიცადეს, ალბათ დაუვიწყარია. მათ ეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ. და ამ მატჩს გაიხსენებენ, არა როგორც რომელიმე რიგით თამაშად, არამედ გმირობად, რასაც ერთ თვეში რეალის ჩემპიონობით დაგვირგვინდა. ამ მატჩში სამეფო კლუბის მოგებას ყველა სხვადასხვა მიზეზით ხსნის: ზოგი ფიქრობს, რომ რეალს გაუმართლა, ზოგის აზრით, ბლანკოსმა შემთხვევით მოიგო, მიზეზთა შორის ასახელებენ ფაბიო კაპელოსაც, რომელმაც რა უთხრა ფებურთელებს შესვენებაზე არავინ იცის. და ბოლოს, ნამდვილი რეალის ფანები კი თვლიან, რომ ეს თამაში მადრიდელებმა იმიტომ მოიგეს, რომ ეს გუნდი რეალია. ის საფეხბურთო კლუბზე უფრო მეტია. რეალი სწორედ მაშინ იგებს ასეთი დიდებული სანახაობით, როცა ყველაზე მეტად სჭირდება და არა აქვს მნიშვნელობა თუ ვის ხვდება იგი და რამდენი ბურთით აგებს. ეს ამ კლუბის სიდიადეზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ ვთვლი ამ მატჩს ისტორიულად. ის უდიდესი ემოცია, იმედი და სიამაყე მართლაც დაუვიწარია. სიამაყე, რომელიც გუნდმა ფანებს მიანიჭა, მართლაც საოცარი შეგრძნებაა... dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3320
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)