არბელოა: "მხოლოდ რასინგზე ვფიქრობთ"

მადრიდის "რეალის" მცველმა, ალვარო არბელოამ პრეს-კონფერენცია გამართა.


"ამ წუთამდე ხაბი ალონსოს პასზე ვფიქრობ. იგი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს "რეალში". ალონსო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია. გამიმართლა, რომ ბურთის დამუშავება მოვახერხე. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მოშორებით იდგნენ და საკმაო დრო მქონდა დასაფიქრებლად. იმდეია გოლებს კიდევ გავიტან და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარები."

"მადრიდის "ატლეტიკო" კარგი გუნდია. მათ სწრაფი გოლი გაიტანეს, მაგრამ შემდეგ აღარ გააგრძელეს შეტევების ორგანიზება, რის გამოც დაისაჯნენ. გამარჯვება ნამდვილად გვეკუთვნოდა."

"ფანები ჩვენგან უფრო ლამაზ თამაშს ითხოვენ, რადგან გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ ქომაგების მოთხოვნას აუცილებლად შევასრულებთ. ბოლო შეხვედრები მართლა კარგად ჩავატარეთ, რაშიც ძალიან დიდი წვლილი გულშემატკივრებს მიუძღვით."

"ახლა მხოლოდ სანტანდერის "რასინგთან" გასამართ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულები. ჯერ ამ მატჩის მოგება მოგვიწევს, შემდეგ კი "ბარსელონას" მივიღებთ. კატალონიელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. შეიძლება ეს თამაში მსოფლიო ფეხბურთში წლის საუკეთესო მატჩი აღმოჩნდეს."

"ლა ლიგის ტიტულის მფლობელის ვინაობა, შეიძლება გატანილი გოლების მიხედვით გადაწყდეს, ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ბურთი უნდა გავიტანოთ." dle 10.1

  • Junior
  • 29 მარტი 2010
  • 1610
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)