ალონსო & არბელოა & იგუაინი

როგორც იცით, სამეფო კლუბმა გუშინდელ დერბიში გაიმარჯვა. ამ შეხვედრის ძირითადი შემადგენლობის სამმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა (ხაბი ალონსო, ალვარო არბელოა და გონსალო იგუაინი).


ხაბი ალონსო:
"დერბი საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც უფრო გაგვააქტიურა და ძალიან ბევრჯერ შევუტიეთ მოწინააღმდეგე გუნდს. თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ."

"ერთადერთი რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ. მოერე ტაიმში ჩვენ ვთქვით, რომ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც."

ალვარო არბელოა:
"ამ წუთამდე ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ გავიტანე გოლი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაბი ალონსოს, რომელმაც შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა. ეს გოლი, ჩამი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართალია ხშირად ვერ ვიტან, მაგრამ დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ."

"მადრიდის "ატლეტიკო" დაცვაში კარგად თამაშობდა, ასევე პოზიციის შერჩევაშიც ისინი შეუდარებლები იყვნენ. ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ გავუშვით გოლი, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩვენს კარში დანიშნული პენალტი, რომელიც ფორლანმა შესანიშნავად გამოიყენა. ამ ორმა გატანილმა ბურთმა მოწინააღმდეგეს იმედი ჩაუსახა, თუმცა ჩვენი ისე კარგად ვითამაშეთ, რომ მორიგი სამი ქულის მოპოვება არ გაგვიჭირდა."

"რასაც იგუაინი აკეთებს, წარმოუდგენელია. იგი არ იღლება, მთელი 90 წუთი შეუძლია ირბინოს. გონსალო მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს. იმედია იგი შეინარჩუნებს ფორმას და ბომბარდირი გახდება."

"შემდეგ ტურში დაძაბული შეხვედრა გველის "რასინგთან". ეს გუნდი კარგად ასპარეზბს, თუმცა მათ ახლა ქულები სჭირდებათ. ისინი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და შემდეგ "ბარსელონასთვის" მოვემზადოთ."

გონსალო იგუაინი:
"გუნდი გაძლიერდა. ფორმა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რათა ლა ლიგის ტიტული მოვიგოთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. მოგვიწევს ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება, ამას კი ძალიან დიდი ენერგია სჭირდება." dle 10.1

  • Junior
  • 29 მარტი 2010
  • 2096
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)