ფეხბურთელების კომენტარები

როგორც იცით, სამეფო კლუბმა გუშინდელ დერბიში გაიმარჯვა. ამ შეხვედრის ძირითადი შემადგენლობის სამმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა (რონალდო, რამოსი და გრანერო).


კრიშტიანო რონადო:
"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ბევრი მომენტი შეგვექმნა თუმცა ბედმა არ გაგვიღიმა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ძალიან ბევრია სათქმელი, მაგრამ მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ გამარჯვებით."

"წესით "ბარსელონა" იმედგაცრუებული უნდა იყოს, რადგან ჩვენ ყველა მატჩს ვიგებთ. ნუთუ მათ რამის იმედი აქვთ?! კატალონიელების დამარცხება ძალიან მესიამოვნება, თუმცა ახლა მთავარია მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ."

"მეტოქეს გასწრების უფლება არ უნდა მივცეთ. ახლა თითოეულ ქულას გადამწყვეტი მიშვნელობა აქვს."

სერხიო რამოსი:
"ეს მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ და იმედია "ბარსელონასაც" ასეთი ბედი ეწევა."

"კატალონიელების წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება. ბევრი ელის ამ მატჩს და პირობას ვდებ, რომ მათ დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

"მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი ძალიან კარგად წარიმართა ჩვენთვის. კმაყოფილები ვართ."

ესტებან გრანერო:
"ატლეტიკო" გუშინ კონტრიერიშებზე აპირებდა ჩვენს დამარცხებას, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. სიმართლე რომ ვთქვათ, მათ დიდებული შეხვედრა ჩაატარეს."

"მთავიარია, რომ ქულები არ დავკარგეთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი თასის აღებაა. დარწმუნებული ვარ ამაში ვერავინ შეგვეცილება."

"გასულ საღამოს რამოდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმედია გულშემატკივრები და ფეხბურთელები შემინდობენ. ძალიან მინდა "რეალის" მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე და ამისათვის მუხლჩაუხრელად ვშრომობ." dle 10.1

  • Junior
  • 29 მარტი 2010
  • 2234
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)