"მადრიდის რეალი" VS "მადრიდის ატლეტიკო"– ფაქტები

"მადრიდის ატლეტიკომ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო გამარჯვება თერთმეტი წლის წინ იზეიმა, ეს მოხდა 1999 წლის 30 ოქტომბერს. მაშინ "ატლეტიკომ" 3:1 ანგარიშით დაამარცხა მასპინძლები. რა დაემართა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შეძლეს მადრიდული წყევლის გადალახვა? რა ჭირდა იკერ კასილასს იმ საღამოს?


რა დაემართათ ფეხბურთელებს, რომლებმაც 1999 წელს "მადრიდის რეალი" დაამარცხეს?

სანტიაგო სოლარი: იმავე წელსვე დატოვა "ატლეტიკო" და გადავიდა "მადრიდის რეალში", სადაც ხუთი სეზონი ითამაშა. რის შემდეგაც გადავიდა "ინტერში" , ამის შემდეგ დაბრუნდა არგენტინის კლუბ "სან–ლორენცოში", ეხლა კი საკუთარ კარიერას ასრულებს მექსიკურ "ატლანტაში".

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი: თავდამსხმელი "ჩელსიმ" შეიძინა, შემდეგ იყო "მიდლსრბო", "ჩარლტონი" და "კარდიფი". საკუთარი საფეხბურთო კარიერა ჯიმიმ 2008 წელს დაასრულა. ამჟამად ჰასელბაინკი წვრთნის ინგლისის რეგიონალური ლიგის კლუბ "უოკინგს".

ხუან კარლოს ვალერონი: სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარმველი გადავიდა "დეპორტივოში", რომელმაც მასში 11 მლნ. ევრო გადაიხადა. დღესდღეობითაც ვალერონი ზემოთხსენებულ კლუბში ირიცხება. მან ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ტრავმა გადაიტანა.

გასპარ გალვესი: როცა მცველი მონაწილეობას იღებდა იმ დასამახსოვრებელ მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე", ის მხოლოდ და მხოლოდ 20 წლი იყო. 2000 წელს მან დატოვე "თეთრ–წითლების" რიგები და გადავიდა "ოვედოში", რომლის შემდეგაც ითამაშა "ვალიადოლიდში", "ალავესში", ხოლო ეხლა გამოდის მეორე დივიზიონის კლუბ "კორდობაში".

ფერნანდო კორეა: 36 წლის თავდამსხმელი თავის საფეხბურთო კარიერას ურუგვაულ "რივერ პლეიტში" აგრძელებს. 2004 წელს ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ დოპინგ ტესტმა მის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინა. ის ასევე თამაშობდა ჩინეთში კლუბ "შანხაიში".

ხოსე მარი: "ბერნაბეუზე" მოგებული თამაშიდან ორი თვის შემდეგ ის "მილანმა" იყიდა. "ატლეტიკოში" 2002 წელს დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად უკვე ვერ შეძლო იქ გაჩერება. გადავიდა "ვილიარეალში", შემდეგ გამოდიოდა "ბეტისში", ხოლო ეხლა კო "ნასტიკის" ღირსებას იცავს.

რუბენ ბარახა: იმავე წელსვე "ატლეტიკოდან" "ვალენსიაში" გადავიდა, სადაც მისი კარიერა შესანიშნავად აეწყო. ვალენსიელებთან ერთად ნახევარმცველმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი. ეხლა "ვალენსიაში" თამაშს აგრძელებს, სადაც ერთ–ერთი კაპიტანია.

კარლოს აგილერა: "ატლეტიკოს" აღზრდილმა და კლუბის კაპიტანმა საკუთარი საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა. მან მშობლიურ კლუბში 14 წელი გაატარა. ეხლა მადრიდში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.

ველკო პაუნოვიჩი: გაატარა რა ერთი სეზონი სეგუნდაში, სერბი თამაშობდა "ოვედოში", "მალიორკაში", "ტენერიფეში", კვლავ "ატლეტიკოში", "ჰანოვერში", "ხეტაფეში", "რუბინში", "ალმერიაში" და "პარტიზანში". ეხლა მწვრთნელთა მომზადების კურსს გადის.

კაპდევილა: "ატლეტიკოში" გამოსვლის შემდეგ გადავიდა "დეპორტივოში", სადაც მთელი შვიდი სეზონის განმავლობაშ მარცხენა ფლანგის მბრძანებელი იყო. 2007 წელს გადავიდა "ვილიარეალში".

რადეკ ბეიბლი: მას შემდეგ, რაც "ატლეტიკო" სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში დაბრუნდა, ჩეხი ნახევარმველი გადავიდა ფრანგულ "ლანსში". ამის შემდეგ გამოდიოდა პრაღის "სლავიაში" და ვენის "რეპიდში". 2008 წელს კარიერა "სლოვანას" რიგებში დაასრულა. ეხლა ჩეხეთში ცხოვრობს, აქვს საკუთარი ბიზნესი და პარალელურად კომენტატორის საქმიანობასაც ითვისებს ერთ–ერთ ტელევიზიაში.

ხოსე შამოტი: 2000 წელს ის "მილანმა" იყიდა, ხოლო 2003 წელს დაბრუნდა ესპანეთში "ლეგანესში" სათამაშოდ. 2006 წელს არგენტინელმა კარიერა "როსარიო სენტრალში" დაასრულა. იქვე მუშაობს ბავშვთა კლუბებთან, ამავდროულად პირველი კლუბის მწვრთნელსაც ეხმარება.

ხოსე ფრანსისკო მოლინა: იმ სეზონის დასრულებისთანავე გოლკიპერმა "ატლეტიკოს" რიგები დატოვა და გადავიდა "დეპორტივოში". 2007 წელს დაამთავრა კარიერა, ხოლო ამჟამად მუშაობს "ვილიარეალის" ახალგაზრდულ კლუბთან. ის მესამე დივიზიონში მონაწილე კლუბის მთავარ მწვრთნელად გვევლინება.

კარლოს გამარა: მცველმა საფეხბურთო კარიერა 2007 წელს დაასრულა,. "ატლეტიკოს" შემდეგ გამოდიოდა "ფლამენგოში", "აეკში" , მილანის "ინტერში", "პალმეირასში" და "ოლიმპიაში".

ხოსე ანტონიო რეიერსი–ბოლო იმ 44 ფეხბურთელს შორის, რომლებმაც "ფერი იცვალეს".

"მადრიდის რეალისა" და "ატლეტიკოს" ისტორიაში საერთო ჯამში იყო 44 ფეხბურთელი, რომლებიც ორივე კლუბის ღირსებას იცავდნენ. უმრავლეს შემთხვევაში საქმე გვქონდა პირდაპირ ერთი კლუბიდან მეორე კლუბში გადასვლასთან.

ბელაუნდე ესპანეთის ცემპიონატში 1915 წელს "ბლანკოსების" რიგებში ირიცხებოდა, მაშინ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი გადასულიყავი ერთი კლუბიდან მეორეში შენი ნება–სურვილის შესაბამისად. "რეალის" რიგებში მან მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. იმავე რაოდენობის შეხვედრა , ოღონდ "ტლეტიკოს" რიგებში ჩაატარა სანტიაგო გომეს პინტადომ, რომელმაც "რეალის" რიგებში მთელი რვა წლის მანძილზე ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში იღებდა მონაწეილეობას. შემდეგ 1995 წელს მან საკუთარი კანდიდატურა "მადრიდის რეალის" საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა.

არანა 1903 წელს იყო პირველიფ ეხბურთელი, რომელმაც "ფერი იცვალა". მიხუედავად იმისა, რომ ამის შესახებ შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, სანტიაგო ბერნაბეუმ "ატლეტიკოში" ერთი სეზონი გაატარა (1920/21). 60–იან წლებში როცა არსებობდა ვალდებულება საკუთარი აღსაზრდელის სხვა კლუბისთვის არენდის წესით მიცემის შესახებ , რასაც ეს კლუბი უნდა გაეძლიერებინა, გროსო გადავიდა "ატლეტიკოში", რომ დახმარებოდა მას სეგუნდაში გადასვლისგან თავის დაღწევაში. ყველაზე ნათელი მაგალითი ერთიდან მეორე კლუბში გადასვლისა იყვნენ ხუან ესნაიდერი, უგო სანჩესი, ბერნდ შუსტერი, სანტიაგო სოლადი და ხოსე ანტონიო რეიესი...

იკერი კასილასის დებიუტი დერბში შედგა მაშინ, როცა "ატლეტიკომ" ბოლოჯერ იმარჯვა

დღეს იკერ კასილასი თავის მორიგ დერბიში მიირებს მონაწილეობას, ის გოლკიპერისთვის რიგით მე–18 გახდება. უკვე წარსულს ჩაბარდა ის ავადსახსენებელი დღე 1999 წლის 30 ოქტომბერი., როცა "ატლეტიკომ" ბოლოჯერ მოიპოვა გამარჯვება "სანტიაგო ბერნაბეუზე". მაშინ იკერი ჯერ მხოლოდ 18 წლისა და 161 დღის იყო, მაგრამ სწორედ იმ დღეს მიიღო მონაწილეობა იკერმა მისთვის პირველ დერბიში. "მადრიდის რეალმა" 3:1 წააგო, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთი იმ გაშვებული სამი გოლიდან არ ყოფილა იკერის ბრალი...

მისი მონაწილეობა იმ შეხვედრაში ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. იმ დროისთვის იკერს ქონდა უკვე მონაწილეობა მიღებული ორ შეხვედრაში პირველი კლუბის რიგებში ("ატლეტიკისა" და "დეპორტივოს: წინააღმდეგ), მაგრამ "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტოშაკმა იკერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო ძირითადში კი არგენტინელი ალბანო ბიზარი დააყენა. მაგრამ მას თამაში არ წაუვიდა: მან სამი გოლი გაუშვა და მოედნიდანაც გააძევეს, 51–ე წუთზე კაპდევილას წაქცევისთვის, როცა ეს უკანასკნელი ერთი–ერთზე გავიდა. მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე კასილასი გამოეშვა გუტის ნაცვლად, მაშინ "ბერნაბეუ" ახალგაზრდა გოლკიპერს ოვაციებით შეხვდა. მადრიდისტები იმ დროისთვის უკვე 1:3 აგებდნენ, მაგრამ იკერმა შეძლო 53–ე წუთზე კლუბის გადარჩენა., როცა ხოსელბაინკის სახიფათო დარტყმა მოიგერია. ამ უკანასკნელმა იმ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგაც კასილასმა კიდევ ერთხელ იხსნა "მადრიდის რეალი", როცა "ატლეტიკოს" ფეხბურთელი მასთან ერთი–ერთზე გავიდა.

ეს იყო და ეს. ამის შემდეგ იკერს მადრიდულ დერბიში მარცხის გემო არ გაუსინჯია: მან გაიმარჯვა ათჯერ, ფრედ ითამაშა ექვსჯერ და გაუშვა 12 გოლი. ყველაზე მეტად კასილასის წინააღმდეგობით ფერნანდო ტორესი იტანჯებოდა, რომელმაც ცხრა შეხვედრაში იკერს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა–2007 წლის 24 თებერვალი (1:1). ის თამაში იქცა კასილასის ნამდვილ ბენეფისად, ისევე როგორც პირველი წრის შეხვედრა. "მადრიდის რეალმა" 2:3 იმარჯვა, ხოლო იკერმა კი კლუბი ორი აუღებელი დარტყმისგან იხსნა: ჯერ იყო და მან მოიგერია სიმაოს დარტყმა შესვენების წინ, ხოლო შემდეგ აგუეროს დარტყმა 91–ე წუთზე.

2009/10 წწ–ების სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის სტატისტიკა

ლა ლიგაში უკვე ნათამაშევია 28 ტური და 280 თამაში (73%), სათამაშოდ დარჩა 100 შეხვედრა (27%). მასპინძელთა გამარჯვებები–51%, ფრე–25 %, სტუმრების გამარჯვებები–24 %. გატანილი გოლი–744. საშუალოდ ერთ შეხვედრაში გადის 2,66 გოლი. თამაშთა 49 %–ში საშუალოდ გავიდა 2,5 გოლზე მეტი ერთ თამაშში.

ლა ლიგის ეგიდით მეტოქეთა მაჩვენებლები

ბოლო ხუთი შეხვედრა

"მადრიდის რეალი"

5 მოგება, 15–დან 15 ქულა.

"ატლეტიკო"

3 მოგება, 1 ფრე , 1 წაგება 10 ქულა 15–დან

საშინაო და გასვლითი შეხვედრები

"მადრიდის რეალი"

შინ: 14 თამაში, 14 მოგება–42 ქულა (პირველი რეზულტატი ლა ლიგაში)

გასვლითი შეხვედრები: 14 თამაში, 9 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება– 29 ქულა (მე–2 რეზულტატი ლა ლიგაში)

"ატლეტიკო"

შინ: 14 თამაში, 8 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება–27 ქულა (მე–6 რეზულტატი ლა ლიგაში)

გასვლითი შეხვედრები: 14 თამაში, 2 მოგება, 4 ფრე და 8 წაგება–10 ქულა (მე–14 რეზულტატი ლა ლიგაში)

გატანილი და გაშვებული გოლები

"მადრიდის რეალი"

შინ გატანილი 47, გაშვებული 11 (სხვაობა +36)

გასვლით შეხვედრებზე გატანილი 31, გაშვებული 13 (სხვაობა +18)

სულ გატანილი 78, გაშვებული 24 (სხვაობა +54)

"მადრიდის რეალს" პირველი გოლი გააქვს 28–ე წუთზე

"მადრიდის რეალი" პირველ გოლს უშვებს 47–ე წუთზე.

"ატლეტიკო"

შინ გატანილი 27, გაშვებული 17 (სხვაობა +10)

გასვლით შეხვედრებზე გატანილი 15, გაშვებული 25 (სხვაობა -10)

სულ გატანილი 42, გაშვებული 42 (სხვაობა 0)

"ატლეტიკოს" პირველი გოლი გააქვს 37–ე წუთზე

"ატლეტიკო" პირველ გოლს უშვებს 30–ე წუთზე.

ფეხბურთელთა საშუალო ასაკი

"მადრიდის რეალი"

25,77 წელი

ყველაზე ხცოვანი: დუდეკი (36 წლის)

ყველაზე ახალგაზრდა: მარსელო (21 წლის)

"ატლეტიკო"

25 წელი

ყველაზე ხცოვანი: ხუანიტო (33 წლის)

ყველაზე ახალგაზრდა: კოკე (18 წლის)




წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 28 მარტი 2010
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)