კიკე სანჩეს ფლორესი დერბიზე

"მადრიდის ატლეტიკოს" მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა ისაუბრა კარს მომდგარ დერბიზე და განაცხადა, რომ მის კლუბს გამარჯვება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კარგად ითამაშებს, ხოლო "მადრიდის რეალი" კი უსახურ თამაშს აჩვენებს.


"ჩვენ კარგი ფებხურთი უნდა ვუჩვენოთ. მოედანზე ისეთი რამეები უნდა გავაკეთოთ , რაც აქამდე არცერთ თამაშში არ გაგვიკეთებია. ამ თამაშში ბოლომდე უნდა დვაიხარჯოთ და "მადრიდის რეალი" მთლიანად უნდა გამოვთიშოთ თამაშიდან. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოგება გვინდა. არ უნდა მივცეთ "მადრიდის რეალს" მისი თამაშის ჩვენების უფლება. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილი გვაქვს."

"ამჟამად ისეთ არასტაბილურ კლუბს, როგორიც "მადრიდის ატლეტიკოა" ძალიან გაუჭირდება მოგება"–განაცხადა კიკე სანჩეს ფლორესმა–"მაგრამ ჩვენ ვიცით და ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ მნშვნელოვანია ამ თამაშის მოგება ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის"–დაამატა მან.

ლიგის თამაშის შემდეგ, სადაც "მატრასებმა" თავიანთი უცუდესი მხარე წარმოაჩინეს, "ატლეტიკოს" რა თქმა უნდა სურს ხმაურიანი დაბრუნების განხორციელება: "რა თქმა უნდა ჩვენ დავუშვით ბევრი შეცდომა წინა თამაშებში. "მალიორკა" შემთხვევითობა იყო, არ ვაპირებთ ამის განმეორებას. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით საკუთარ თამაშს და ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდება"–დაამატა ფლორესმა.

მეტოქეზე საუბრისას ფლორესმა ყურადღება გაამახვლა პელეგრინის ხელთ არსებულ ძალაზე: "მე მშვენივრად ვიცი , თუ რა ძალაა პელეგრინის ხელთ, მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ნებისმიერ წუთს შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. "მადრიდის რეალთან" კარგი ურთიერთობა მქონდა, როგორც ფეხბურთელს, მწვრთნელს და როგორც მტერს."

მიზანი: კრიშტიანოსა და იგუაინის გაჩერება

"კრიშტიანოსა და იგუაინის გაჩერება ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის უპირველესი მოვალეობა იქნება. ჩვენ მათ მოედნის ცენტრშივე უნდა წავართვათ ბურთი და ჩვენს საჯარიმო ხაზთან მიახლოების საშუალება არ უნდა მივცეთ , ვინაიდან ამის შემდეგ მათ გაჩერება ძალიან ძნელი იქნება. ასევე ბურთის ართმევისას რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ."

"კრიშტიანო არის ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეს ბევრ სირთულეს უქმნის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეგვიქმნას. მაგრამ ამასთანავე მხოლოდ ერთ ფებხურთელზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი."–აღნიშნა კიკე სანჩეს ფლორესმა.

წყარო: Marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 28 მარტი 2010
  • 1830
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)