ნაჩო:„მთელ მატჩს ვაკონტროლებდით“
ნაჩო ფერნანდესმა მადრიდული დერბის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ, თამაშს პირველივე წუთებიდან სერიოზულად მივუდექით და სასურველი შედეგიც დავაფიქსირეთ. ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.“
„ფანტასტიკური გუნდი გვყავს, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია ზუსტი თამაში. მნიშვნელოვანია, რომ კარის შენახვა მშრალად მოვახერხეთ.“
„კარვახალს შესანიშნავი გოლი გამოუვიდა, ასევე ძალიან ეფექტური იყო ბეილის დარტყმა. უელსელი შესანიშნავ ფორმაშია და „რეალის“ ქომაგების დიდი ნდობით სარგებლობს, ის მადრიდში უბედნიერესია.“
- 20 აგვისტო 2018
- 1232
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.