მადრიდელი "ჰიტმენები" – იგუაინი და რონალდო

ლა ლიგის გასულ ტურში, მადრიდის "რეალი" – "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და მეტად მოკრძალებული ანგარიშით 2–4 იმარჯვა. ამ მატჩში კვლავაც ორი მადრიდისტა ბრწყინვადა, მათ უკვე შეარქვეს ზედმეტსახელები, ესენი ხომ – "მადრიდელი ჰიტმენები", გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდო არიან. მათი მომავალი სამიზნე, მადრიდის "ატლეტიკოა".


ნისტელროიმ გუნდი დატოვა, რაული ცუდ ფორმაშია, ბენზემა ტრავმირებულია... ერთი შეხედვით მადრიდის "რეალის" საქმე ძალიან ცუდად არის, მაგრამ არა, გუნდში მოიძებნება ორი მადრიდისტა, რომლებსაც სამეფო კლუბის სადავეები ხელთ უპყრიათ და "ბლანკოსის" ახალ ისტორიას ქმნიან. ვინ არის ეს ორი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა ახალგაზრდა და უნიჭიერესი – პიპიტა და ყველასთვის კარგად ნაცნობი, ყოფილი წითელი "ეშმაკუნა" – კრიშტიანო რონალდო.

"მადრიდელი ჰიტმენების" ანგარიშზე 39 გოლია

გონსალო იგუაინი მადრიდის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირია. მიმდინარე სეზონში მან, სულ 1532 წუთი დაჰყო მოედანზე და 22 გოლის გატანა მოახერხა. თუ მის გატანილ გოლთა საშუალოს გამოვიანგარიშებთ, გამაოგნებელ შედეგს მივიღებთ – პიპიტა ერთ გოლს ყოველ 69 წუთში იტანს. ეს სასწაულია? არა, ეს მადრიდელი "ჰიტმენია". ლა ლიგაში იგუაინი "პიჩიჩის" მთავარი ფავორიტია. გატანილ გოლთა სიმრავლით, გონსალო მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზუსტად 25–ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ჯერ საუბარი არ დაგვიმთავრებია, სამეფო კლუბში მეორე "ჰიტმენიც" ასპარეზობს. მეორე? დიახ მეორე, ეს ხომ – კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა. საერთო ჯამში კი გონსალოსა და კრიშტიანოს ანგარიშზე 39 გოლია, იმის ნახევარი რაც მთელმა გუნდმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის გატანილ გოლთა საერთო მონაგარი 78 შეადგენს, აქედან 39 კი მადრიდელი "ჰიტმენების" ანგარიშზეა.

ასე, რომ მადრიდის "რეალს" ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო შემტევი წყვილი ყვას– კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინის სახით. ეს ორი მადრიდისტა მართლაც, რომ საუცხოო სეზონს ატარებს. პიპიტამ თავის მადრიდული კარიერის რეკორდი მოხსნა, მან ხომ სეზონის ნახევარში 22 გოლის გატანა მოახერხა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. "ბლანკოსს" კიდევ 10 ფინალი აქვს ჩასატარებელი...


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)