კურტუა:„თუ „რეალში“ აზარიც გადმოვა, მე ვიქნები ფანტასტიკურ ხასიათზე“ » HALAMADRID.GE - მადრიდის "რეალის" ქართულენოვანი ვებგვერდი

კურტუა:„თუ „რეალში“ აზარიც გადმოვა, მე ვიქნები ფანტასტიკურ ხასიათზე“

ტიბო კურტუამ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„მსურს დღეიდან ძალიან დიდ სამუშაოს შევუდგე, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. აქ თამაშზე დიდი ხანია ვოცნებობ, ახლა კი ყველაფერი რეალობაა.“

„ამ სეზონში გუნდს დიდი გამოწვევები ექნება. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. ზედიზედ მეოთხე საოცრება იქნება, თუმცა აქ ხომ ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

„დიდი ხანია ჩემი მიზანი „რეალში“ თამაშია. არაერთი შემოთავაზება მქონდა. მთავაზობდნენ ძალიან მაღალ ხელფასს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი „ბლანკოსის“ მაისურის მორგება და შვილებთან ახლოს ყოფნაა, ვინაიდან ისინი დიდი ხანია მადრიდში ცხოვრობენ.“

„იკერ კასილიასი ჩემი კუმირი იყო. ჯერ კიდევ პატარა ასაკში ესპანელმა საოცრებებს მიაღწია, ყოველთვის მსურდა, რომ ის პირადად მენახა.“

„ვითამაშებ თუ არა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ევროპის სუპერთასის მატჩში ვერ გეყტვით, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. დიეგო სიმეონეს გუნდი ძალიან მიყვარს და დიდი პატივისცემა მაქვს. იქ ხომ ულამაზესი წლები გავატარე და დიდ პროგრესს მივაღწიე, თუმცა ახლა „ატლეტიკო“ უკვე ჩემი კონკურენტია.“

„ედენ აზარი? ის ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლავთ. თუ ჩემი თანემემამულე „ჩელსის“ დატოვებს და „რეალში“ ითამაშებს, ეს იქნება უდიდესი ბედნიერების მომტანი ტრანსფერი.“

„კონკურენციის არ მეშინია და მაქსიმუმის გამოვლენას ვგეგმავ. როდესაც „ჩელსიში“ მივედი ჩემი კონკურენტი ჩეხი იყო, მაგრამ მასთან კონკურენციას არ შევუშინდი.“

„რამოსმა ჩემპიონთა ლიგის თასი წამართვა და „რეალს“ მეათე თასი მოუტანა, მაგრამ ახლა მასთან ერთად ვგეგმავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.“

„„ჩელსის“ გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, ისინი მუდამ მხარს მიჭერდნენ. ზოგადად, პრემიერლიგაში დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც ახლა სამეფო კლუბს მოვახმარ.“

„მადრიდში ცხოვრება ძალიან კომფორტულია, აქ მე ოჯახი მყავს, რომელიც მაძლიერებს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 10 აგვისტო 2018
  • 5029
  • 7

1

10 აგვისტო 2018 01:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 275
ნავას უნდა აჯობოს ან ნავასი გაუშვან ))

2

10 აგვისტო 2018 01:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 320
შენ წარმოიდგინე ჩვენც ძაან გვინდა აზარი მარა სადაა))

3

10 აგვისტო 2018 01:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 886
კარგია კურტუა, მაგრამ ნავასზე მწყდება გული. სიმართლეა თუ არა არ ვიცი მარა ნავასის კომენტარი იდო რო მას არ სურს რეალის დატოვება, რაც ნიშნავს რომ მზად არის კონკურენციისთვის და არ აქვს პრობლემა თუნდაც ძირითადი მეკარე კურტუა იყოს. ხოდა ეს ლუნინი გაუშვან სადმე იჯარით, ზიდანი და კასილა საერთოდ წავიდნენ და დარჩება ორი მეკარე უმაღლესი დონის. ნავასი რო შეცდომებს უშვებდა ხოლმე როცა კურტუა ეყოლება ჩასაფრებული უფრო მეტად მობილიზებული იქნება და შეცდომებსაც მოუკლებს ეჭვი არ მეპარება. ორივე უნდა იდგეს კარში სხვადასხვა ტურნირებზე. კეილორის ასე უაზროდ მიგდება არ იქნება კაი საქმე დასაფასებელი მეკარეა იმსახურებს პატივისცემას.

4

10 აგვისტო 2018 01:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4416
ეს კაცი მადრიდისტა ყოფილა და რატო არ ვიცოდით 😂😂. გერბს პირველად ვაკოცეო და იმიყომ გავაკრთე რო ყოველთვის რრალი მქონდა ოცნნებათო და მადრიდისტა ვიყავიო 😄

5

10 აგვისტო 2018 01:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 134
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

6

10 აგვისტო 2018 09:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2249
ციტატა: lasha-bacha
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

ყიდვა არ შეულიათ გაყიდვა კი.
-----------------------
ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი სადაც 31 გუნდი იბრძვის ფინალში გასასვლელად რეალს რომ შეხვდეს!
Halamadrid!🏆

7

10 აგვისტო 2018 10:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186
ციტატა: Erik Lamela
ციტატა: lasha-bacha
Azari veghar gadmova am cels inglisis satrsnsfero periodi daixura me rogorc vici

ყიდვა არ შეულიათ გაყიდვა კი.

ეგ არვიცი მაგრამ თუ აზარის შემცვლელი არ უყიდიათ და აწი ვეღარც იყიდიან ესეიგი არც აზარს გაყიდიან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბეილი 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

კმაყოფილი ხართ „რეალის“ მიერ ზაფხულში წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკით?

კი
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2018 (312)
ივლისი 2018 (334)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)