5 მეკარე „რეალის“ კარის სადარაჯოზე

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში უკვე ხუთმა მეკარემ მოიყარა თავი. ფაქტია, რომ 31 აგვისტომდე ორ კარის დარაჯს აბარგება მოუწევს, ვინაიდან „ბლანკოსი“ სეზონს 3 კიპერით დაიწყებს...


ლუნინი, ლუკა ზიდანი, ტიბო კურტუა, კეილორ ნავასი და კიკო კასილია. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან 3 გუნდში დარჩება, ხოლო 2 წავა.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახლადშეძენილი მეკარეები - ტიბო კურტუა და ანდრეი ლუნინი კოლექტივს არ დატოვებენ.

კლუბიდან წასვლის კანდიდატები ლუკა ზიდანი, კეილორ ნავასი და კიკო კასილია არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კეილორ ნავასი კლუბს ყველა ვარიანტში დატოვებს, ვინაიდან მეორე მეკარეობა არ სურს. ლოპოტეგის კი არჩევანის გაკეთება კიკო კასილიასა და ლუკა ზიდანს შორის მოუწევს.

კასილია გამოცდილი კიპერია, თუმცა ლუკა ზიდანი ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულ კარის დარაჯად ითვლება, ამიტომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასილიას კლუბში დარჩენის უფრო დიდი შანსი აქვს, ლუკა კი სხვა კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული.

საინტერესოა ქართველი მადრიდისტების აზრი. რომელ სამეულს ისურვებდით „ბლანკოსის“ მეკარეებად მომდევნო სეზონში? dle 10.1

  • Bernabeu
  • 9 აგვისტო 2018
  • 2358
  • 8

1

9 აგვისტო 2018 10:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუა ნავასი კასილია

2

9 აგვისტო 2018 10:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუა
ნავასი
მოჰა...

3

9 აგვისტო 2018 11:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუა ლუნინი კასილია

4

9 აგვისტო 2018 11:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუა,ნავასი. მესამე იყოს ზიდანი მაინც არ მიეცემა დრო
კასილია მოაშორონ
ლუნინი გაფუჭდება სკამზე. იჯარით გაუშვან და აუცილებლად დავიბრუნებთ.

5

9 აგვისტო 2018 11:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ გვჭირდებოდა კურტუა საერთოდ . ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში. უნდა გაეყიდათ კასილია. მთავარი მეკარე იქნებოდა ნავასი და მისი შემცვლელი ლუნინი.

ახლა მოხდა მთელი აჯაბსანდალი . ვინ იქნება პირველი მეკარე და მეორე ნავასს და კურტუას შორის მხოლოდ ლოპოტეგიმ იცის . კასილია ლუნინი და ზიდანი კი მხოლოდ ვარჯიშებზე ითამაშებენ ალბათ. რისთვის მოიყვანეს ლუნინი კლუბში? მომავალი ტალანტი ნამდვილად ! მონაცემები რომ აქვს , ეს იუვენტუსთანაც დაამტკიცა . გამოდის რომ იყიდეს იმის გამო რომ კარიერა დაუნგრიონ ! ძალიან გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს იღებს პერესი !

6

9 აგვისტო 2018 11:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: giohunter
არ გვჭირდებოდა კურტუა საერთოდ . ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში. უნდა გაეყიდათ კასილია. მთავარი მეკარე იქნებოდა ნავასი და მისი შემცვლელი ლუნინი.

ვინმე შემტევი მოეყვანათ. ნავასი,ლუნინი გაართმევდა თავს. ბენზემას იმედზე ეჰჰ. შემსრულებელი უნდა რეალს. დაგვირგვინება მომენტის.ბეილის ტრამვები არასაიმედოა.))) რონალდო წავიდა და რამდენი პრობლემა შეიქმნა.

7

9 აგვისტო 2018 11:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნავასი წავა სავარაუდოდ და ლუნინი იქნება მეორე მეკარე. კასილია და ლუკა რო კონკურენციას ვერ გაუწევენ ლუნინს ორჯერ ორის თემაა

8

9 აგვისტო 2018 13:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
kurtua,navasi, luka

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)