კასილასი:"ატლეტიკო არაპროგნოზირებადი გუნდია"

დამდეგ უიქენდზე, ლა ლიგის ცენტრალური მატჩი – "სანტიაგო ბერნაბეუზე", ადგილობრივ კლუბსა და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გაიმართება. დედაქალაქური დერბი მთელს საფეხბურთო სამყაროში უდიდეს ინტერესს იწვევს. კერძოდ ამ შეხვედრისთვის, იკერ კასილასმა და დიეგო ფორლანმა კვირას გასამართ მატჩთან დაკავშირებით Realmadrid.com-ის ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცეს.


იკერ კასილასი

"ატლეტიკო მეტად არაპროგნოზირებადი გუნდია. მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, მადრიდელთა წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ჩვენთვის დამდეგი დედაქალაქური დერბი, მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი უმნიშნვნელოვანესი თამაშია, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მადრიდის "რეალს" სამი ქულა ჰაერივით სჭირდება, სხვაგვარად ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება."

"ჩვენი მიზანი ერთია და ეს რა თქმა უნდა – გამარჯვებაა. წინ კიდევ 10 ფინალია ჩასატარებელი, ყოველ მათგანში წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მადრიდის "რეალისთვის" შეუსრულებელი მისია არ არსებობს. თუ ჩემპიონობა გვსურს, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ."

"პარეხოს გოლთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია... ასეთ მომენტში ნებისმიერი ფეხბურთელი ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორიც დანიმ მიიღო. სხვაგვარად წარმოდგენა შეუძლებელია, გოლი სრული წესების დაცვით გავიდა. ეს მხოლოდ ჩემი შეცდომის ხარჯზე მოხდა."

დიეგო ფორლანი

"რეალის უკანა ხაზი – ატლეტიკოს დაცვის ხაზზე ძლიერია, მაგრამ არც "ბლანკოსის" ზღუდეების გარღვევაა შეუძლებელი, ისევე როგორც "ბარსელონასი". პეპეს ტრავმის მიუხედავად სამეფო კლუბის მცველები მაინც ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობენ, "რეალის" კარში გოლის გატანა ძალიან რთულია."

კასილასი:"ატლეტიკო არაპროგნოზირებადი გუნდია" კასილასი:"ატლეტიკო არაპროგნოზირებადი გუნდია"


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (302)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)