ლოპოტეგი:„ლუკა მოდრიჩზე შემიძლია 100%-იანი სიმართლე გითხრათ“

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა, წინა მატჩში დაშვებული შეცდომი გააანალიზა და დღეს იტალიელთა წინააღმდეგ გაცილებით სოლიდურად წარდგა. პრე-სეზონზე გამარჯვებას და წაგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მწვანე მინდვრიდან გამარჯვებულის რანგში გასვლა მაინც ძალიანს სასიამოვნოა.“

„ტურინელებს სასტარტო შემადგენლობაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მატჩი ცუდად დაიწყო, ვინაიდან გოლი გავუშვით, თუმცა კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და საბოლოო ჯამში იმ შედეგს მივაღწიეთ, რომელიც ჩვენთვის მისაღები იყო.“

„არ მსურს ფეხბურთელების გამოყოფა, ყველა მოთამაშემ საოცარი წარმოდგენა დადგა და გულშემატკივარი გააბედნიერა.“

„ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით 100%-იანი სიმართლე შემიძლია გითხრათ. ხორვატი ფეხბურთელი ჩვენ ძალიან გვიყვარს და დიდ პატივს ვცემთ, ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე ასპარეზობა და ვთვლით, რომ ის მომდევნო სეზონში ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს. პრეზიდენტმა პერესმა ხორვატ ფეხბურთელთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთა. მადრიდული გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გაყიდვას.“

„მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია. ვთვლი, რომ მას კიდევ უფრო შეუძლია მომატება. ბედნიერი ვარ, რომ ასენსიოს დონის ფეხბურთელი მყავს გუნდში.“

„მეკარეები? ამ ეტაპზე კიკოს, ლუნინის და კეილორის გარჯით სავსებით კმაყოფილი ვარ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 5 აგვისტო 2018
  • 6766
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)