ევროპის სუპერთასის ფინალი რონალდუს გარეშე

15 აგვისტოს, ტალინში საფეხბურთო ზეიმია დაგეგმილი. ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდებიან...


გულდასაწყვეტია, რომ შეხვედრა კრიშტიანო რონალდუს გარეშე ჩაივლის, რადგან ის „იუვენტუსში“ გადავიდა.

„ბლანკოსში“ ლიდერის ფუნქციებს უკვე სხვა ფეხბურთელები გადაინაწილებენ.

დაცვაში ვარანისა და სერხიო რამოსის დუეტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ლოპოტეგი მათ თვალდახუჭული ენდობა. ნახევარდაცვაში მარკო ასენსიოს და ისკოს დუეტს ხშირად ვიხილავთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ დერბიშიც ასე იქნება, წინა ხაზში კი გარეთ ბეილმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. მისია მართლაც რთულია, მან კრიშტიანოს წასვლით არსებული დანაკლისი უმტკივნეულოდ უნდა ამოავსოს.

„რეალი“ რონალდუს გარეშე, თუმცა „ატლეტიკო“ გაცილებით ძლიერი ხვდება მომდევნო სეზონს. დიეგო სიმეონემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, გელსონ მარტინესისა და ლემარის ტრანსფერებით კი გულშემატკივართა დიდი კმაყოფილება გამოიწვია.

15 აგვისტოს სრულიად მადრიდის ყურადღება ტალინისკენ იქნება მიმართული. dle 10.1

  • Hala
  • 29 ივლისი 2018
  • 3308
  • 2

1

28 ივლისი 2018 11:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წააგებენ ასე მგონია, იმედია ვცდები.

2

28 ივლისი 2018 12:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეჰ როგორ მიჭირს იმის წარმოდგენა რონალდუ რო რეალში აღარაა,მისგარეშე ვერწარმომიდგენია რეალი.....დროგავა და შევეჩვევით:(
იმედია რეალი მისგარეშეც ბევრ წარმატებას მიაღწევს. მგონია რო ეს სეზონი ჩაგვივარდება ზიდანი რონალდუ რეალის მთავარმა შემოქმედებმა დატოვეს კლუბი და ეს რათქმაუნდა აისახება გუნდზე უარყოფითად...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)