ლოპოტეგი:,,რეალს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს"

ჟულიენ ლოპოტეგიმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„ძალიან მომწონს იდეა, რომელიც მადრიდის „რეალში“ უნდა განვახორციელო. ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი გამოწვევები და შევინარჩუნოთ ის პრესტიჟი, რომელიც გვაქვს. კლუბის ჰიმნიც კი ჩემში დიდ გრძნობებს იწვევს, ვინაიდან მადრიდისტა ვარ.“

„მე „რეალში“ გავიზარდე, ყოველთვის მსურდა აქ დაბრუნება და მუშაობა, თავადაც ხედავთ, რომ ოცნება ამიხდა, ახლა კი ძალიან ბევრი მუშაობის დროა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს და ყველაზე დიდ გამოწვევებს შევუერთდი და მჯერა, რომ დავაკმაყოფილებ იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ კლუბში არსებობს. პირველი სერიოზული გამოწვევა ევროპის სუპერთასი იქნება, სადაც ჩვენ „ატლეტიკოს“ შევერკინებით.“

„მადრიდის „რეალს“ განსხვავებული სპეციპიკა აქვს, აქ ისე ვერ იმუშავებ, როგორც სხვაგან. ჩვენს კოლექტივში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მათ შორის კი აუცილებელია სრული ბალანსის დაცვა.“

„აქ უნდა მოხდეს ინდივიდუალური კლასისა და გუნდური სულისკვეთების შერწყმა, ამ შემთხვევში მაქსიმალურ შედეგებზე გვექნება პრეტენზიები.“

„ჩვენს გუნდში აუცილებლად იქნება ცვლილებები, ვიხილავთ ახალ სახეებს, ასევე რამდენიმე მოთამაშე კლუბს დატოვებს, თუმცა მთავარი ბირთვი და სათამაშო ფილოსოფია არ შეიცვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტიტულები მოვიგოთ.“

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავუმჯობესდეთ და საოცარი ფეხბურთი ვითამაშოთ. პროგრესის დრო ყოველთვის არის. ოპტიმიზმით სავსე ვარ და ღრმად მწამს, რომ ჩემი ფორმაციის „ბლანკოსი“ ძალიან ტიტულოვანი კლუბი იქნება.“

„არასდროს დამავიწყდება კასტილიას ეპოქა, ვისენტე დელ ბოსკესთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ჩემთვის სამეფო კლუბი ძალიან დიდ ისტორიას უკავშირდება.“

„მადრიდის „რეალმა“ არასდროს უნდა უღალატოს იმ ღირებულებებს, რომელიც კლუბში საუკუნის მანძილზე იქმნებოდა, ჩვენთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანი ფაქტორია.“

„მივმართავ ქომაგებს და დიდ მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ თბილად მიმიღეს. ჩემი შრომისმოყვარეობით, თავდადებით და იდეებით აუცილებლად უნდა შევქმნა გუნდი, რომელიც მათ გულებს გაახარებს.“ dle 10.1


1

17 ივლისი 2018 10:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3126
ციტატა: Mawoni
rato erchit ar mesmis. me meimedeba

ვალვერდეც მაგარი #ლე გვეგონა მაგრამ.... მართლა #ლე აღმოჩნდა 😐

2

17 ივლისი 2018 10:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8994
Vin ragas datovebs shechemisa jer normaluri vinme iyidet ro acarielebt am chempion gunds.

ციტატა: KingLeo10m
ციტატა: Mawoni
rato erchit ar mesmis. me meimedeba

ვალვერდეც მაგარი #ლე გვეგონა მაგრამ.... მართლა #ლე აღმოჩნდა 😐

😁😁😁😁😁😁😁😁

3

17 ივლისი 2018 10:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 917
neta benzema darches da eg iyos forvardi neta ra gaiozas mokitxva :))))
-----------------------
როცა რეალის მწვრთნელი ვიყავი ბარსა მხოლოდ თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა wink ვისენტე დელ ბოსკე

4

17 ივლისი 2018 10:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ კაცმა 21 თამაშიდან არცერთი წააგო მჯერა რომ წარმატებას მივაღწევთ

5

17 ივლისი 2018 11:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
2 მცველია მოსაყვანი და აზარი :) მეტი არაფერი წირდება გუნდს, აი ოდრიოზოლა რომ დაიმატა რეალმა, კარვახას კარგი ბოი მოუწევს სასტარტოსთვის, მარსელოს თუ დაასვენებსუმნიშვნელო მატჩებში აი ვალიადოლიდთან ვამბობ და ლიგაზე მე4 ხარისხიან გუნდთან კარგი იქნება, მის მაგივრად თეო რომ დააყენოს, რესურსი თუ არ მიეცი იგროკს და სულ სკამზე გყავდა მერე ვარსკვლავების დაპყრობას რომ თხოვენ და არ გამოსდის იწყება ლანძღვა, აი საჭიროა ვარანი რამოსის შემცვლელიც, მარტო ნაჩო ცოდოა :) ბარსელონამ კარგი მცველი იყიდა სევილიადან, მაგრამ მაგათ ყველაზე დიდი პრობლემა აწი უკვე ცენტრში ექნებათ

6

17 ივლისი 2018 11:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: totti10
2 მცველია მოსაყვანი და აზარი :) მეტი არაფერი წირდება გუნდს, აი ოდრიოზოლა რომ დაიმატა რეალმა, კარვახას კარგი ბოი მოუწევს სასტარტოსთვის, მარსელოს თუ დაასვენებსუმნიშვნელო მატჩებში აი ვალიადოლიდთან ვამბობ და ლიგაზე მე4 ხარისხიან გუნდთან კარგი იქნება, მის მაგივრად თეო რომ დააყენოს, რესურსი თუ არ მიეცი იგროკს და სულ სკამზე გყავდა მერე ვარსკვლავების დაპყრობას რომ თხოვენ და არ გამოსდის იწყება ლანძღვა, აი საჭიროა ვარანი რამოსის შემცვლელიც, მარტო ნაჩო ცოდოა :) ბარსელონამ კარგი მცველი იყიდა სევილიადან, მაგრამ მაგათ ყველაზე დიდი პრობლემა აწი უკვე ცენტრში ექნებათ


100%

7

17 ივლისი 2018 11:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: KingLeo10m
ციტატა: Mawoni
rato erchit ar mesmis. me meimedeba

ვალვერდეც მაგარი #ლე გვეგონა მაგრამ.... მართლა #ლე აღმოჩნდა 😐

😁😁😁😁😁😁 საღოლ მაგარი იყო!!!!!

8

17 ივლისი 2018 13:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პაჟივიომ პასმოტრიმ ) რამოდენიმე ფეხბურთელის კლუბიდან წასვლაში ალბათ კოვაჩიჩს და ბეილს გულისხმობს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)