ბენზემა ყოფილ მწვრთნელთან გადადის?

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა კარიერას ყოფილი მწვრთნელის გუნდის რიგებში განაგრძობს...


„9“-იანის გაშვება ლოპოტეგის გადაწყვეტილებაა. ბენზემას მიმართ ინტერესს კი კარლო ანჩელოტი იჩენს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგის „ნაპოლიში“ გადასვლა საკმაოდ რეალურია. dle 10.1

  • Hala
  • 9 ივლისი 2018
  • 5263
  • 4

1

9 ივლისი 2018 17:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იტალიური და ესპანური მედია გვამცნობს, რომ ალეგრისა და რონალდუს შორის სატელეფონო კონტაქტი უკვე შედგა:


მწვერთნელმა და ფეხბურთელმა ერთმანეთი გაიცნეს, რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, რის შემდეგაც ერთმანეთს დროებით დაემშვიდობნენ..

დიახ, დროებით როგორც მედია იუწყება.. ალეგრი დარწმუნებულია, რომ მალე რონალდუ ბიანკონერის სრულფასოვანი წევრი გახდება..

ამასობაში ესპანეთში სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება: პერესი მალე დირექტორთა საბჭოს წინაშე წარსდგება, შემდეგ დაგეგმილია მორიგი შეხვედრა ჟორჟ მენდეშთან და აქ ალბათ ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.. სხვათაშორის არის მოსაზრება, რომ პერესი რონალდუს განცხადებას ელოდება..

კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. დიდი ხანია, რაც ეს უბრალო სპეკულაციები აღარ არის. არაერთი წყარო იტყობინება, რომ პორტუგალიელმა ტურინში უკვე სახლიც შეარჩია და სამედიცინო შემოწმებაც გავლილი აქვს.

ტურინში უკვე იყიდება იუვენტუსის 7-ნომრიანი მაისურები, რომლებსაც რონალდოს გვარი აწერია!

ახლახან, იუვენტუსმა თავის ქომაგებს კიდევ ერთი ნიშანი მისცა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რონალდო მართლაც იუვეს ფეხბურთელი ხდება. ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo, ტურინული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იმ ფეხბურთელებს ეხება, რომლები ბოლო დროს იუვენტსში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდნენ. როგორც იცით, 7 ნომერი ფაქტობრივად რონალდოს სავიზიტო ბარათია - მისი მეტსახელიც ხომ CR7 გახლავთ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იუვენტუსის ხსენებულმა გვერდმა ეს ვიდეო მალევე წაშალa..

ამასობაში, რონალდოს მოსალოდნელ ტრანსფერს რეალის ხორვატი გამთამაშებელი ლუკა მოდრიჩი გამოეხმაურა: “არა მგონია, რომ კრიშტიანო წავიდეს. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ვისურვებდი, რომ ჩვენთან დარჩეს. რეალის გარდა რონალდო სხვა ვერცერთ კლუბში ვერ წარმომიდგენია,” - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, იუვენტუსი რეალს 100 მილიონ ევროს გადაუხდის და პორტუგალიელი 4-ქლიანი კონტრაქტისთვის 120 მილიონ ევროს მიიღებს. რეალთან დაახლოვებული გაზეთი “მარკა” წერდა, რომ რონალდო “იუვენტუსს” უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის რეალის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჩინური გუნდის 200-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა. აზიელები ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, რა დროშიც მას 200 მილიონის გამომუშავება შეეძლო.

როგორც ცნობილია, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებით ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული. „ბებერმა ქალბატონმა“ ტრანსფერი და კონტრაქტის პირობები თითქმის შეათანხმა.

Marca: აზარი რეალის გეგმა B იქნება

2

9 ივლისი 2018 17:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8994
wai bidzia wayevi ronaldos tore shenc ar giweria normaluri dge realshi mis gareshe

3

9 ივლისი 2018 17:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნობილმა იტალურმა სპორტის არხმა "Sky Sports"-მა კრიშტიანუ რონალდის ტურინში "იუვენტუსში" შესაძლო ხმაურიან ტრანსფერზე ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, დღეს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებს საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ აცნობა, რომელიც ორშაბათს დაიგეგმა და რომელზეც ის პარტნიორებს პორტუგალიელის გასხვისების შესახებ შეატყობინებს.

თავის მხრივ, აპენინზე ვცერდება ცნობები, რომ "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებს, ტურინში სამშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

საინტერესოა, რომ ახლახანს რონალდომ ჩინეთიდან შეთავაზება მიიღო, რომელიც ასტრონომიულ ანაზღაურებას ითვალისწინებდა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს გეგმებში დიდი ფეხბურთის დატოვება არ შედის.

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ.

“კრიშტიანუსთან არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ჩემი რჩევა, აი ასეთია: თუ 2050 წლამდე თამაში გინდა, “იუვეში“ უნდა გადახვიდე. არ არსებობს სხვა გუნდი, რომელსაც უნდა შეუერთდე. ყველაფერი მარტივადაა.

“იუვენტუსის“ მადლიერი ვარ, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედის“ მერე მე რომ თამაში და გამარჯვება გავაგრძელე, მხოლოდ ამ კლუბის წყალობით. “იუვე“ მუდამ ჩემს გულშია.

კრიშტიანუ, სწორი არჩევანი გააკეთე. შენ იცი, თუ რამდენ იტალიელს უყვარხარ, მაგრამ თუ თანახმა იქნები “იუვენტუსში“ გადასვლაზე, მაშინ თავდაუზოგავად უნდა იმუშაო. იმდენად, რომ დასვენება აღარც კი გახსოვდეს.

არჩევანიც ასეთი უნდა. ან გააგრძელებ თამაშს 2050 წლამდე, ან უბრალოდ შეჩერდები. თუ “იუვეს“ აირჩევ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თილისმის კი არა, მთავარი გმირის როლს შეასრულებ,“ - ციტირებს ევრას Football Italia.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი და მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. როგორც ცნობილია, რონალდუმ იტალია უკვე დატოვა და ოჯახთან ერთად საბერძნეთში ისვენებს.

ეს ინფორმაცია ესპანურმა "მარკამ" გაავრცელა, რომელიც რონალდუს ყოველ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებს.

Corsport-ი ახალ ცნობებს აქვეყნებს:


ტურინი მენდეშის ზარის მოლოდინშია.. უიკენდმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ახალ ტალღას უკვე დღესვე უნდა ველოდოთ..

რონალდუს აგენტი პორტუგალიაში და პერესისგან მწვანე შუქს ელის.. იგი მზად არის ყველანაირი სიტუაციისთვის, რადგან კონკრეტული შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში იყო მიღწეული და შესაბამისად მენდეში პერესსზე ზეწოლას გააძლიერებს.

იუვენტუსი კვლავინდებურად, ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და როგორც კი აგენტისგან საჭირო სატელეფონო ზარს მიიღებს, მაშინვე ჩაერთვება პროცესების დახურვაში.

4

9 ივლისი 2018 17:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: royal madrid
კარიმს ხელი ... არ გაყიდოთ არაა .. უკეთეს ცხრიანს კლუბისთვის ვერ იშოვით !!!!

კეინია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)