ლოპოტეგი:„„რეალი“ ჩემი გულია, როდესაც პერესს შევხვდი მითხრა, რომ სახლში დავბრუნდი“

ჟულიენ ლოპოტეგიმ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა...


„ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა. როდესაც 18 წლის ვიყავი „კასტილიას“ მაისური მოვირგე, ის მომენტები არასდროს დამავიწყდება. ასევე არასდროს დამავიწყდება ის პერიოდი, როდესაც „კასტილიას“ ვწვრთნიდი. „მერენგების“ რიგებში დავბრუნდი და უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე, ახლა მე მთავარი გუნდი უნდა გავწვრთნა.“

„ეჭვგარეშე უნდა ითქვას, რომ მომდევნო სეზონში საუკეთესო გუნდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა წინამორბედმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ჩვენ კვლავ ვეცდებით ევროპაში დაქუხებას, თუმცა არ დავივიწყებთ შიდა ტურნირებს.“

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება? მე მათგან მოლოცვა მივიღე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალთან“ შევთანხმდი და ეს მათ ვაცნობე, ამასთან ერთად ავიღე სრული პასუხისმგებლობა, რომელიც ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას უკავშირდებოდა, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად პოსტიდან ნაადრევად გამათავისუფლეს.“

„დავტოვებდი თუ არა ესპანეთის ნაკრებს „რეალის“ გარდა სხვა გუნდს, რომ შემოეთავაზებინა მწვრთნელობა? კარგი კითხვა...“

„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად მუშაობა სულ მინდოდა, ახლა კი ამის ბედნიერება მომეცა.“

„როდესაც პერესს შევხვდი, მან მითხრა, რომ სახლში დავბრუნდი.“

„ტრანსფერები? უკვე ვიცი რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც დატოვებს „რეალს“, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 ივნისი 2018
  • 5826
  • 4

1

14 ივნისი 2018 23:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1866
Warmatebebi meimedeba imedia gaaanartlebs

2

14 ივნისი 2018 23:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 340
შედეგი დადოს და ჩემთვის არააქვს აზრი რამდენს მოიყვნს ან გაუშვებს. ვენგო მინდოდა თავის სტილის გამო ... ვიმედოვნებ შემტევ და კომბინაციურს ათამაშებს. დიდი იმედი არც მაქვს ტიტულების თუმცა ლამაზი თამაშითაც დავკმაყოფილდები ამ სეზონსში.. ვნახოდ ვნახოდ.
-----------------------
"გულისხმიერება აიმაღლეთ და არა ხმის ტემბრი, წვიმა ასაზრდოებს ყვავილებს და არა ჭექა-ქუხილი."


3

15 ივნისი 2018 00:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემა არ გაუშვა შე კუტა და იმედია ნახევარდაცვას არ დაშლის თორე მააგრი გამიტყდება ((

4

15 ივნისი 2018 01:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სხვისი არვიცი მაგრამ მეიმედება ამ კაცის რატომგაც✨✨✨✨ ჩამოყალიბებულია, დინჯი ადამიანჩი ჩანს ამავდროულად მომთხოვნი და პრინციპული , ესპანეთის ნაკრებს არ ჩაააბარებდნენ ბენიტეს ამიტომ ვნახოთ რეალ მადრიდია ეს მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და მგონია რომ ჩვენზე უკეთესად ეს ლოპოტეგს ესმის, და იმედია ბენიტესივით არ გონია რომ რეალ ბეტისში მოვიდა, ჰალა მადრიდ მიყვარხართ ყველა ნამდვილი მადრიდისტა წარმატებები მომავალ წრლს რეალს და მინიმუმ ლა ლიგა და კოპა უნდა დადოს ლოპოტეგიმ თუ არა და გაუშვებს თეთრი მელა😚✨✨✨

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)