პოზიტიური შედეგები

მადრიდის რეალის ახალმა სახემ მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით მადრიდისტების რიგებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნათამაშებ ოთხ შეხვედრაში ჩილელი სპეციალისტის სტრატეგია ნათლად გამოიკვეთა: ბურთის ფლობა, სწრაფი კომბინაციები მოედნის ცენტრში და ფეხბურთელებისთვის თამაშის მხრივ მინიჭებული სრული თავისუფლება. თეთრებმა ოთხ თამაშში შვიდი გოლი გაიტანეს და ეს მაშინ, როცა არ თამაშობენ კაკა, ალბიოლი, კასილასი და სერხიო რამოსი


ახალმა შენაძენებმა შესანიშნავად ითამაშეს, ყველამ მოახერხა გოლის გატანა , გარაის გარდა. როგორც მადრიდისტმა, კარიმ ბენზემამ პირველივე სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა მეტოქის კარის ბადეში ბურთის მოთავსება. არც გრანეროსა და ნეგრედოს მოუწიათ დიდხანს ლოდინმა , მათ მადრიდის რეალის მიერ მშვიდობის თასზე ლიგა ქიტოსთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა 4:2 მოიგეს, მოახერხეს მეტოქის კარის აღება.

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდუს, მან გოლის გატანა მესამე ცდაზე მოახერხა და ეს მოხდა ეკვადორულ კლუბთან შეხვედრის დროს. პორტუგალიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და მანაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა იდეალურად შეასრულა. საკუთარი მეორე გოლიც რონალდუმ თერთმეტმეტრიანით გაიტანა, მაგრამ იუვენტუსის წინააღმდეგ.

თეთრების შვიდი გოლი ოთხ შეხვედრაში ყველა შესაძლო პოზიციიდან იქნა გატანილი. მეთსელდერმა მცველთა ხაზი ერთი გოლით დააწინაურა, გრანერომ და რონალდუმ (2) ნახევარდაცვა წინ გაიყვანეს, ხოლო რაულმა , ბენზემამ და ნეგრედომ თავდასხმა ასახელეს.

როცა მადრიდის რეალი გაფრინდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვენ მოგვეცემა საშუალება თამაშში ვიხილოთ კონფედერაციის თასის მონაწილეები: კაკა, ალბიოლი, კასილასი და სერხიო რამოსი.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 2 აგვისტო 2009
  • 1186
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (262)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)