ალბიოლი: ხეტაფე უხერხული მეტოქეა

სამეფო კლუბის ესპანელმა მცველმა, რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ ხეტაფე საკუთარ არენაზე დამაჯერებლად თამაშობს და "ბლანკოსს" სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწევს...


"ხეტაფე, რეალისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ ეს გუნდი "ბლანკოსს" ქულებს ართმევდა. პირველ წრეში შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით იგუაინს გამოვარჩევდი, მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და უდიდესი დახმარება გაუწია გუნდს".

"დარწმუნებული ვარ პიპიტა კიდევ ეცდება ხეტაფეს კარის დალაშქვრას, მხოლოდ პირველი წრის მატჩი არ არის საკმარისი".

"იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ბრძოლას ჩემპიონობისათვის. სამეფო კლუბმა წლევანდელ სეზონში უკვე ბევრი რეკორდი დაამყარა, რაც ძალიან მახარებს. ვაგრძელებთ ვარჯიშს და მომზადებას. ჩვენი გუნდი საბოლოო სახეს სულ მალე მიიღებს".

"მანუელ პელეგრინი შესანიშნავი მწვრთნელია და მისი წასვლის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ჩილელს ყველა დიდ ნდობას უცხადებს. მანუელს ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, იგი გუნდს ყოველთვის მოსაგებად განაწყობს". dle 10.1

  • Hala
  • 23 მარტი 2010
  • 1856
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)