ზიდანი:„რონალდუს შეუძლია ის, რაც არავის შეუძლია“

ზიდანმა „ლივერპულთან“ მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა...


„მე არ ვიცი, როგორ სურს „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ მადრიდის „რეალს“ უდიდესი ენთუზიაზმი აქვს.“

„ტყუილია მოსაზრება იმის შესახებ, რომ „რეალს“ მოტივაცია აღარ აქვს. პირიქით, ჩვენ გვსურს ვუპასუოთ გამოწვევას, რომელსაც სახელად ჩემპიონთა ლიგის ფინალის ზედიზედ მესამედ მოგება ჰქვია.“

„უზარმაზაცი ილუზიები გვაქვს და გვჯერა წარმატების. თუ ვინმე თვლის, რომ „ბლანკოსი“ უმოტივაციოა გადახედოს განვლილ გზას და ყველაფერს მიხვდება.“

„ეს არის მატჩი, რომელიც არც ბერნაბეუზე ჩატარდება და არც „ენფილდზე“, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოტ, რომ კიევის სტადიონზე ადაპტაცია მოვახდინოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ამ შეხვედრაში გამოცდილება ფასდაუდებელია, ამ მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს.“

„დიახ, ჩვენ შარშან გავიმარჯვეთ, „ლივერპულმა“ კი 11 წლის წინ, მაგრამ მოტივაცია იდენტურია.“

„ჩემპიონტა ლიგის Play Off-ებში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ვიასპარეზეთ და ფინალში ღირსეულად გავედით.“

„მე არ ვარ საუკეთესო მწვრთნელი. ასევე არ ვარ საუკეთესო ტაქტიკოსი, ვინაიდან უმაღლეს დონეზე სულ რამდენიმე წელიწადია ვმუშაობ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავს უფლებას ვაძლევ „ბლანკოსის“ მესაჭის სტატუსი მქონდეს, ვინაიდან ათეული წლების მანძილზე ფეხბურთელი ვიყავი და ზუსტად ვიცი ფეხბურთელების გრძნობების შესახებ, მე მათი კარგი ფსიქოლოგი ვარ.“

„მსურს ვუთხრა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კიევში სათადარიგოთა სკამზე იჯდებიან. ისინი ისეთივე დიდ საჭიროებას წარმოადგენენ, როგორც სასტარტოში მყოფი ფეხბურთელები, მათი მოედანზე გაყვანა ნებისმიერ წუთს არ შესაძლებელი, ამიტომ საჭიროა მობილიზაცია, ყურადღება და რაც მთავარია ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლება.“

„კრიშტიანოს შეუძლია ის, რაც ლეო მესის არ შეუძლია. მე ვთვლი, რომ პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა. ამ სეზონში კრისს შეიძლება ერთ მატჩში არ გაეტანა, მაგრამ მეორე დაპირისპირებაში ჰეთ-თრიკი გაეფორმებინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობა ყველა კრიტიკოსს აჩუმებს, ის ევროპის მასშტაბით ამტკიცებს, რომ უძლიერესია.“

„მერწმუნეთ, მუშაობის გარეშე ნიჭი არ არის საკმარისი. ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური დატვირთვა და სწორი გეზის აღება. „რეალს“ საოცარი ახალგაზრდები ჰყავს, რომლებიც სულ მალე უდიდეს მწვერვალებს დაიპყრობენ.“

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო გარეთ ბეილის საოცარი ფორმა. უელსელი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გოლების სერიას აცხობს.“

„ბენზემას და რონალდუს დუეტი? ისინი ერთმანეთს საოცრად უგებენ, რაც ყოველთვის მაბედნიერებს.“

„რომელ სქემას გამოვიყენებ ახლა არ გეტყვით, ამ ყველაფერს მაშინ გაიგებთ, როდესაც მატჩის დაწყებამდე 5 წუთი დარჩება.“

„იურგენ კლოპი ბრწყინვალე მწვრთნელია, მან „დორტმუნდში“ დაამტკიცა, რომ უდიდეს კლასს ფლობს, ამიტომ „ენფილდის“ მკვიდრი გახდა. მისი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია.“
„სიმშვიდეს დიდ პატივს ვცემ, სწორედ ეს მასწავლეს მშობლებმა და ვცდილობ, ყოველთვის მშვიდი ვიყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 მაი 2018
  • 6937
  • 6

1

23 მაი 2018 13:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2303
ლეგენდა )) წაგების შემთხვევაშიც უნდა დარჩე .
-----------------------
ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი სადაც 31 გუნდი იბრძვის ფინალში გასასვლელად რეალს რომ შეხვდეს!
Halamadrid!🏆

2

23 მაი 2018 14:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6598
როგორი ფეხბურთელიც იყავი ისეთი მწვრთნელი უნდა გახდე ლეგენდინიოოო ✌✌✌😘😘

3

23 მაი 2018 14:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47
უმაგრესი პიროვნება და ფეხბურთელი.ყველაფერს აკეთებ თითქმის უნაკლოდ.პატარა შეცდომები გაქვს მაგრამ გამოცდილება ეგაა მარტო რაც გჭირდება.ალბათ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად გაღიარებენ დრო მოვა

4

24 მაი 2018 01:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 131
„კრიშტიანოს შეუძლია ის, რაც ლეო მესის არ შეუძლია.
100% გეთანხმები ზიზუ <3 რონალდუს შეუძლია წაქცევა დაიწყოს მოედნის ცენტრში ისე რომ არავინ არ შეეხოს დაეცეს მოწინააღმდეგის საჯარიმოში და მოითხოვოს პენალტი:დ👏👏👏

5

24 მაი 2018 05:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 388
ციტატა: შმოლბერტო
„კრიშტიანოს შეუძლია ის, რაც ლეო მესის არ შეუძლია.
100% გეთანხმები ზიზუ <3 რონალდუს შეუძლია წაქცევა დაიწყოს მოედნის ცენტრში ისე რომ არავინ არ შეეხოს დაეცეს მოწინააღმდეგის საჯარიმოში და მოითხოვოს პენალტი:დ👏👏👏


მარტო არა ხარ ეტყობა ჯიგარ...მთელი გუნდი დაგყვება ოფოფების😂😂😂😂😂

6

24 მაი 2018 14:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 131
ციტატა: REAL THE BEST 777
მარტო არა ხარ ეტყობა ჯიგარ...მთელი გუნდი დაგყვება ოფოფების😂😂

ჰა ჰა ჰა 😂😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (274)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)